• 7 მაისი 2024

    PhMuseum თანამედროვე ფოტოგრაფიის მხარდამჭერი პლატფორმაა, რომელიც 2012 წელს დაარსდა და მიზნად თანამედროვე ფოტოგრაფების აღმოჩენას და მათ ხელშეწყობას ისახავს. PhMuseum მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, რათა ფოტოგრაფებს დაეხმაროს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებასა და თავიანთი ნამუშევრების წარმოჩენაში. ათწლეულზე მეტია, რაც პლატფორმა ასობით ფოტოგრაფს გადასცემს ფულად დახმარებას და ხელს უწყობს მონაწილეობა მიიღონ ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა: PhEST, Getxophoto, Organ Vida, Cortona OTM, Lagos Photo, Verzasca Foto, JIPFest. 2021 წლიდან PhMuseum-ის ორგანიზებით,

  • 30 აპრილი 2024

    დღევანდელ მსოფლიოში კრეატიულობა, ტექნოლოგია და კულტურა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. იქმნება კრეატიული ჰაბები, როგორც ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის მძლავრი მამოძრავებელი ძალა. აღნიშნული ჰაბები არ არის მხოლოდ სივრცეები ინოვაციებისთვის; ისინი გლობალური ეკონომიკის არსებითი კომპონენტებია, რომლებიც იქმნება საგადასახადო შეღავათების, სახელმწიფო მხარდაჭერისა და კერძო ინვესტიციების კომბინაციით. გალფის ამბიცია და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საზოგადოების ფოკუსი გალფის ქვეყნები კრეატიულ ჰაბებში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. ერთ-ერთი მაგალითია Al Quoz დუბაიში, სადაც აქტიურად მუშაობენ, რომ შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის და ინოვატორებისთვის

  • 26 აპრილი 2024

    შემოქმედებითი ინდუსტრიების სფერო სავსეა გამოწვევებით - დღეს კრეატიული კომპანიები და სპეციალისტები საქართველოში უამრავ პრობლემას უმკლავდებიან. შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) ერთ-ერთი მიზანი კი სწორედ ამ გამოწვევების კვლევა და შესაბამის ინდუსტრიებთან შედეგების გაზიარებაა, რათა პრობლემათა დაძლევის გზები მოიძებნოს. სწორედ ამიტომ, ACI კრეატიული კომპანიებისა და სპეციალისტების საჭიროებების კვლევას ატარებს, რომელში მონაწილეობის მიღებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSctAgWg4mkazULZcgOKI4QI17gjg0lVk420J_1zRJGh4ZztOA/viewform

  • 19 აპრილი 2024

    კომპანია ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი, ლევან ლეფსვერიძე კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის ჟიურიში მიიწვიეს. ლევანი მონაწილეებს PR-ის კატეგორიაში შეაფასებს. აღნიშნული ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და როგორც თავად ლევანი ამბობს, ჟიურიში მოხვედრას არ მოელოდა, ეს მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო. „კანის ლომების მთავარი ფესტივალის ჟიურიში მოხვედრა საკმაოდ კომპლექსური საკითხია. აქვთ უდიდესი ბაზა და რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ირჩევენ ჟიურის წევრებს. პირველ რიგში, ყურადღებას აქცევენ რომელ ქვეყანას რამდენი ლომი აქვს მოგებული

  • 15 აპრილი 2024

    შანელის კულტურის ფონდმა, Chanel Next Prize -ის ყოველწლიური დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინა. დაჯილდოება თანამედროვე კულტურაში მოღვაწე ადამიანთა მხარდაჭერასა და მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. წელს, 10 გამარჯვებულს შორის ქართველი ხელოვანი  თოლია ასტახიშვილი მოხვდა. თოლია ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს და უმეტესად ინსტალაციაზე მუშაობს. მან შანელისგან ჯილდოდ 100 000 ევრო მიიღო, რაც შესაძლებლობას მისცემს, ყველაზე ამბიციური შემოქმედებითი იდეები და პროექტები განახორციელოს. თოლია თავდაპირველად ხატვითა და ფერწერით იყო დაკავებული, თუმცა დროსთან ერთად მისი სამოქმედო არეალი გაფართოვდა

  • 1 აპრილი 2024

    ქართველმა ანიმატორებმა რატი დაბრუნდაშვილმა და ნასტასია ნიკიტინამ, Pink Floyd-ის ლეგენდარული ალბომის The Dark Side of the Moon, 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონკურსში გაიმარჯვეს. კონკურსი, Pink Floyd-ის კლასიკური მუსიკისა და სრულიად ახალი ვიზუალური კონცეფციების შერწყმის გზით, ალბომის სიმღერებისთვის მუსიკალური კლიპების შექმნას ისახავდა მიზნად. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ Pink Floyd-ის დრამერი ნიკ მეისონი, კრეატიული დირექტორი ობრი 'პო' პაუელი და ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი (BFI). ორიგნალური სიუჟეტისა და სიმღერის არსის საოცარმა შერწყმამ, ქართველ არტისტებს საერთაშორისო

  • 25 მარტი 2024

    ეპოქაში, სადაც ციფრული გარემო მუდმივად იცვლება, სოციალური მედიის მომავალი ინოვაციებისა და რეგულირების გზაჯვარედინზე დგას. მილიარდობით გლობალურ მომხმარებელთან ერთად, სოციალური პლატფორმების გავლენა უბრალო კავშირს სცდება. ის აყალიბებს პოლიტიკას, კულტურას და გავლენას ახდენს კომერციაზე. ჩნდება რამდენიმე ძირითადი ტენდენცია და გამოწვევა, რაც, დიდი ალბათობით, სამომავლოდ სოციალური მედიის ეკოსისტემას ხელახლა განსაზღვრავს. AI-სა და მანქანური სწავლების აღმასვლა ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ინტეგრაცია სოციალურ მედია პლატფორმებში, არა უბრალოდ ტენდენცია, არამედ რევოლუციაა. ხელოვნური ინტელექტის როლი, პერსონალური

  • 14 მარტი 2024

    “მთავარია, შემოქმედ ადამიანებს განვითარებისთვის ხელშეწყობა ჰქონდეთ. ჩემი მიზანია, არასდროს გავჩერდე, არასდროს შევწყვიტო განვითარება.” პირველი შეხება ხელოვნებასთან და იმპულსი, რამაც მუსიკასთან დაგაკავშირა ჩვენს სახლში მუსიკა სულ ჟღერდა . ჩემი საუკეთესო მეგობარი და ძიძა ფორტეპიანო იყო, იყო ასეთი რადიო ჟურნალისტი ილია კევლიშვილი, რომელმაც გარისკა და პირველმა გაუშვა რადიოში The Beatles-ის სიმღერა I want to hold your hand. ამ დროს, თურმე, სამი წლის ბავშვს მიმიდია რადიო ყურზე და ავტირებულვარ. მაშინ მიხვდა დედაჩემი,

  • 5 მარტი 2024

    საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტურული  პლატფორმა Architizer, საქართველოში ბაზირებულ საუკეთესო არქიტექტურულ კომპანიებზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში მოქმედი არქიტექტურული კომპანიების სამოქმედო არეალი მრავალფეროვანია და  მოიცავს, როგორც კავკასიის ისტორიულ ლანდშაფტებს, ისე თბილისის თანამედროვე ურბანულ გარემოს. სტატიაში აღნიშნავენ, რომ ქართული არქიტექტურული სცენა კულტურული მემკვდრეობისა და ინოვაციების მდიდარი ნაზავით გამოირჩევა, რაც განპირობებულია ქვეყნის უნიკალური მდებარეობით. Architizer-მა დაასახელა ის კომპანიები, რომელთა პროექტებიც შექმნილია ინოვაციური მიდგომებით, ქართული იდენტობისა და კულტურის გათვალისწინებით.  ამ კომპანიების რეიტინგი ეფუძნება მათი

  • 1 მარტი 2024

    საკუთარი შემოქმედების გამოხატვის მიზნით, არტისტები მუდმივად ეძებენ ახალ საშუალებებსა თუ ტექნიკებს, რაც ხელოვნების სამყაროს მუდმივ განვითარებას განაპირობებს. ერთ-ერთი მიმდინარე ტრენდი, რომელიც შემოქმედებით ლანდშაფტს აყალიბებს, ქუჩის მხატვრობისა და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული შემოქმედების შერწყმაა. ეს ინოვაციური ნაზავი, ქუჩის ხელოვნების ექსპრესიულ ბუნებასა და ხელოვნური ინტელექტის კრეატიულობას აერთიანებს, ქმნის ხელოვნების უნიკალურ და ამაღელვებელ ფორმას, რომელიც უპირისპირდება ტრადიციულ საზღვრებს და შემოქმედებითი ექსპრესიის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.   კოლაბორაციული შემოქმედება Street Art -ისა და ხელოვნური ინტელექტის  გაერთიანება,

  • 25 თებერვალი 2024

    ხელოვნური ინტელექტის განვითარების ახალ საფეხურზე შესაძლებელია ტექსტზე დაფუძნებული ვიდეოების შექმნა - ნებისმიერი შინაარსის ტექსტს გავუზიარებთ AI-ს და ის შექმნის მის ვიზუალურ გამოსახულებას. ხელოვნური ინტელექტის ტექსტზე დაფუძნებული ვიდეოების განვითარების ტემპი დღესდღეობით დემოკრატიზაციის გზაზეა და სიტყვების ვიზუალად გარდაქმნით ფილმების შექმნაშიც რევოლუციას ახდენს. ისეთი ტიტანები, როგორიცაა Google და Open AI, ერთმანეთს ეპაექრებიან, თუ ვინ იქნება ლიდერი ვიდეოების გენერირებისა და მათზე წვდომის ცვლილების საკითხებში. კონცეფციის ეკრანზე გადატანა სულ რამდენიმე წამში წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ სამყაროში,

  • 12 თებერვალი 2024

    სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციისა და კულტურული განვითარების ეპოქაში, კრეატიული ჰაბები თანამშრომლობისა და ინოვაციის მნიშვნელოვან ეპიცენტრად რჩება. ეს არ არის მხოლოდ სამუშაო სივრცე, არამედ პლატფორმა, სადაც შემოქმედებითი ადამიანები ხვდებიან ტექნოლოგებსა და მეწარმეებს. ჰაბი ცოცხალ ეკოსისტემას წარმოადგენს, რომელიც ვითარდება კრეატიულობისა და ინოვაციების, უნარებისა და იდეების შერწყმით. თითოეული ჰაბი უნიკალურია, შერწყმულია საზოგადოებასთან. საქართველო გამორჩეულია თავისი კულტურულად მდიდარი ისტორიით და კრეატიული ჰაბების ტრანსფორმაციული განვითარების თავისებურებით. მაგალითად, ფაბრიკა თბილისში საბჭოთა კავშირის დროს სამკერვალო ქარხანა იყო, ახლა

  • 30 იანვარი 2024

    კვირას, 29 იანვარს ილონ მასკის კომპანია Neurolink-მა ადამიანის ტვინში პირველი ჩიპი ჩანერგა. პირველადი შედეგების მიხედვით ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და პაციენტი თავს კარგად გრძნობს. აღნიშნული მიზნად ისახავს ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებას. ჩიპი ტვინის იმ ნაწილში იდგმება, რომელიც სხეულის მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. კომპანიის თქმით, მათი მიზანია ადამიანებმა, რომლებსაც სხვადასხვა ნევროლოგიური პრობლემები და შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, კომპიუტერის კურსორის ან კლავიატურის კონტროლი გონების ძალით შეძლონ. როგორც ილონ მასკი იუწყება, Neuralink-ის პირველ პროდუქტს Telepathy

  • 26 იანვარი 2024

    1984 წლის 24 იანვარს სტივ ჯობსმა საზოგადოებას Apple-ის პირველი პერსონალური კომპიუტერი წარუდგინა. დღევანდელი სტანდარტებით, მაკინტოშის პატარა ეკრანი, ფორმა და მარტივი გრაფიკა სასაცილოდ გამოიყურება, თუმცა იმ დროს, ეს დიდი ცვლილებების დასაწყისი იყო. მოწყობილობა არ ყოფილა პირველი პერსონალური კომპიუტერი, თუმცა იყო პირველი კომპიუტერი, რომელმაც შეცვალა სამყარო. დღესდღეობით პირველ მაკინტოშს Mac 128K-ს სახელით მოიხსენიებენ, რადგან მას 128 კილობაიტი მეხსიერება ჰქონდა. Apple-მა აღნიშნული მოდელის გამოშვება 1985 წელს, ხოლო მისი პროგრამული განახლება 1998 წელს შეწყვიტა.

  • 12 იანვარი 2024

    ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ChatGPT-ს წინააღმდეგ The New York Times-ისა და სხვადასხვა ავტორის არაერთი საჩივარია შესული. საჩივრები საავტორო უფლებებით დაცული სამუშაოს გამოყენებას ეხება. მაგრამ არღვევენ კი OpenAI-ისა (ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია) და მისი ბიზნეს პარტნიორი Microsoft-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები საავტორო უფლებების და სამართლიანი კონკურენციის კანონებს? საავტორო უფლებების ადვოკატის, აშიმა აგარვალის თქმით, ძნელია ამ სიტუაციაში ოპტიმიზმის შენარჩუნება, რადგან მწერლებსა და მედიასაშუალებებს სასამართლოში ამ საქმის მოსაგებად წინ რთული ბრძოლა ელით. ერთი სარჩელი

  • 29 დეკემბერი 2023

    უკრაინაში ელექტრონული ბინადრობის ელექტრონული პროგრამის ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. ბეტა ტესტი, სახელწოდებით uResidency, საშუალებას აძლევს სხვა ქვეყნების მოქალაქეებს დარეგისტრირდნენ, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებად (FOP) უკრაინაში, ასევე აწარმოონ ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, გადასახადები კი უკრაინის ბიუჯეტში გადაიხადონ. დაინტერესებულ პირებს, პროგრამაში შეუძლიათ შეავსონ ბინადრობის სტატუსი, გახსნან საბანკო ანგარიში და გადაიხადონ გადასახადები. ფედოროვის თქმით, ელექტრონულ რეზიდენტებს ექნებათ მობაილ ბანკინგი და ისარგებლებენ დაბალი 5%-იანი საგადასახადო განაკვეთით, აღრიცხვისა და ანგარიშების

  • 23 დეკემბერი 2023

    სერგი გვარჯალაძე, შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის პრეზიდენტი და ზაქარია ზალიკაშვილი, შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.  

  • 21 დეკემბერი 2023

    ჩვენი ქვეყნის ისტორია სავსეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური მიღწევებით, სწრაფად განვითარებადი გლობალური ლანდშაფტის კვალდაკვალ კი ის მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას - ქართველი ერის მონაწილეობა კულტურული, კრეატიული და ინოვაციური პროდუქტების გლობალურ ბაზარზე მოკრძალებულია, დაჩრდილულია უცხოური კომპანიების დომინირებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც საქართველოს პატივს სცემენ როგორც ინოვაციებისა და შემოქმედების კერას, რომელიც იყენებს თავის ინტელექტუალურ საკუთრებას ეკონომიკური ზრდის, კულტურული განვითარებისა და გლობალური ინტეგრაციის გასაძლიერებლად. ამიტომაც ვწერთ მანიფესტს, რომელიც ეხმაურება ამ გამოწვევებს და

  • 14 დეკემბერი 2023

    ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კანონით რეგულირებასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ევროპარლამენტი კანონპროექტს მომავალი წლის დასაწყისში უყრის კენჭს, თუმცა ნებისმიერი კანონი ძალაში 2025 წლიდან შევა. პარალელურად, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ უკვე დაიწყეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით გაიდლაინების შემუშავება. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების მიღებასა და სამართალდამცავი ორგანოების AI-სთან წვდომის შეზღუდვას. ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა კანონპროექტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ის დაადგენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მკაფიო

  • 8 დეკემბერი 2023

    შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) პრეზიდენტმა, სერგი გვარჯალაძემ და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაქარია ზალიკაშვილმა Euronews Georgia-ს ეთერში შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და ასოციაციის გეგმებზე ისაუბრეს.

  • 6 დეკემბერი 2023

    შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ზაქარია ზალიკაშვილი და ასოციაციის პრეზიდენტი და საინვესტიციო ფონდი Kettari Foundation-ის განვითარების დირექტორი, სერგი გვარჯალაძე BMG-ს დილის გადაცემას ესტუმრნენ. სტუმრებმა შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს Kettari-ს საგანმანათლებლო პროექტები და ისრაელის მხარდაჭერის კამპანია.

  • 4 დეკემბერი 2023

    თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში, საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, მოხსენება “გამომსახველობითი ენა და მისი საწყისები” გაიმართა. პირველ შეხვედრას - ”მოძრავი სურათები - კინეტიკური ენის დაბადება”, - ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე გაუძღვა. “დღეს ვისაუბრეთ იმაზე, თუ  სანამ მეტყველება გაჩნდებოდა, როგორ გამოსახავდა ადამიანი თავის ემოციებს, შთაბეჭდილებებს, განცდებს..  უფრო მეტად იმ თეორიებს გავყევით, რომლებიც მეტყველებამდე ჩნდება, და რომელიც ხელოვნების ენაა.  მეოცე საუკუნიდან მოყოლებული არის ამ ენის ძიება”. - გიორგი მაისურაძე საგანმანათლებლო ლექციების სერიები თბილისის

  • 4 დეკემბერი 2023

    თბილისის 24-ე საერთშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულები 2 დეკემბერს გამოვლინდნენ.  მთავარი ჯილდო, “ოქროს პრომეთე” რეჟისორ, ზაზა ხალვაშის ფილმს, “ლოტო” გადაეცა, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის; ხოლო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში, მარიამ ბიწაძის ფილმმა, “სუფრა” გაიმარჯვა.  დოკუმენტური ფილმების ნომინაციებში “პრომეთე” ერგო რეჟისორ, გიორგი ფარქოსაძეს, სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის, “რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს”; ხოლო  მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის -  რეჟისორ აკი მანუკის “იგი”. ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა: სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში – ელენე ნავერიანის ფილმმა “შაშვი შაშვი მაყვალი”.

  • 11 ნოემბერი 2023

    10 ნოემბერს გოეთეს ინსტიტუტში დოკუმენტური კინოს ასოციაციის ორგანიზებით შეხვედრა დანიის კინოცენტრის დირექტორთან, კლაუს ლადეგაარდთან გაიმართა. შეხვედრის თემა "კინოფონდის მართვა: მთავარი ამოცანა, მისია და ინდუსტრიული გამოწვევები" იყო. კლაუს ლადეგაარდმა აუდიტორიას გააცნო დანიის კინოცენტრის მხრიდან კინოს მხარდაჭერის სქემა, კინოცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ისაუბრა მის ვრცელ პროფესიულ გამოცდილებაზე კინოინდუსტრიაში. საუბრის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც  "ჰუბერტ ბალსის ფონდის" ხელმძღვანელი, თამარა ტატიშვილი უძღვებოდა. “ჩვენ გავაფართოვეთ კინოინდუსტრიის მიზნები. საჭიროა, რომ დანიაში იქმნებოდეს ფილმები, რომლებსაც კულტურაზე აქვს