შემოქმედებითი

ინდუსტრიების ასოციაცია

შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია

მიზანი

ჩვენი მიზანია, საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერა და წარმომადგენლობითი ორგანიზაციის შექმნა, რაც ასევე, ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ეკოსისტემის განვითარებას. ჩვენი მოტივაციაა კრეატიულობის, ინოვაციისა და კულტურული აზროვნების გაძლიერება; ასევე, შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა და სწორედ იმ გამოწვევების დაძლევაში დახმარება, რომელსაც ჩვენი წევრები მუდმივად აწყდებიან განვითარების პროცესში.

სიახლეები

  • 1 მაისი 2025

    2025 წლის 1 მაისს, შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) წევრთა ყოველწლიური საერთო კრება ჩატარდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასოციაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორის არჩევა იყო. წევრებმა ერთხმად უყარეს კენჭი ანა გოგობერიშვილის კანდიდატურას და ის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად აირჩიეს. შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია 2023 წელს შეიქმნა და მიზნად საქართველოს კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერასა და ეკოსისტემის ხელშეწყობას ისახავს. ასოციაცია მხარს უჭერს შემოქმედებით პროფესიონალებს და მიზნად ისახავს, გაზარდოს მათი ცნობადობა და გააძლიეროს ორგანიზაციების უფლებამოსილება

  • 11 აპრილი 2025

    2025  წლის 1 მაისს  11:00 საათზე შემოქმედებითი ინდუსტრიების აოსციაცია (ACI) წევრთა ყოველწლიურ საერთო კრებას ჩაატარებს. კრება გაიმართება თბილისში, „ინოფისის“ ბიზნეს ცენტრში. (თამარ ჭოველიძის ქ #4) შეხვედრის ფარგლებში  განიხილება შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორის  არჩევის საკითხი. საკითხი 1 - პირადი განცხადების საფუძველზე ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის - ზაქარია ზალიკაშვილის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლება; საკითხი 2 - ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად ანა გოგობერაშვილის დაბადების თარიღი: 11.09.1984 წ. მცხოვრები: თბილისი, ზედაზენის ქ. N24. ტ.

  • 17 მარტი 2025

    შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) პრეზიდენტმა, ნინო შერაზადიშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაქარია ზალიკაშვილმა საქართველოს დიზაინერთა გაერთიანების წევრებთან შეხვედრა გამართეს. ღონისძიებას, რომელიც "დიზაინ ლაბში" გაიმართა, დიზაინერთა გაერთიანების წევრი არქიტექტორ/დიზაინერები დაესწრნენ. შეხვედრა დამსწრე აუდიტორიისთვის ACI-ს საქმიანობის გაცნობას და იმ შესაძლებლობების გაზიარებას ისახავდა მიზნად, რომელსაც შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია საკუთარი წევრებისთვის ქმნის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. "საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრა გვქონდა საქართველოს დიზაინერთა გაერთიანებასთან. ყურადღებით მოვუსმინეთ ერთმანეთს

  • 16 იანვარი 2025

    საერთაშორისო ჟიურიმ ანიმაციური პროექტის პრეზენტაციის ვორქშოფის “ანესი შავიზღვისპირა ქვეყნები”  ხუთი გამარჯვებული გამოავლინა. ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი მონაწილე მარიამ ქორთუაა, ფილმით “ბატონ ბურდას ანატომია”.  გამარჯვებულთა შორის ასევე  არიან ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის და თურქეთის მონაწილეებიც.  ანიმაციური პროექტის პრეზენტაციის (პიჩინგის) I ვორქშოფი საქართველოს ანიმატორთა აოსციაციის ორგანიზებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში 70 მდე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტის განაცხადი შემოვიდა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ კონკურსის შედეგად 10 პროექტი შეირჩა. ფრანგი მენტორები კორინ დესტომბე და ოლივიე კატერინი იმყოფებოდნენ თბილისში

  • 29 ნოემბერი 2024

    2024 წლის 28 ნოემბერს შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) წევრთა ყოველწლიური საერთო კრება ჩატარდა. შეკრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ასოციაციის ახალი პრეზიდენტის არჩევა წარმოადგენდა. წევრებმა ერთხმად, ახალ პრეზიდენტად ნინო შერაზადიშვილი აირჩეს. გარდა ამისა, ACI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაქარია ზალიკაშვილმა წევრებს 2023-2024 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია 2023 წელს შეიქმნა და მიზნად საქართველოს კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერასა და ეკოსისტემის ხელშეწყობას ისახავს. ასოციაცია მხარს უჭერს შემოქმედებით პროფესიონალებს და მიზნად ისახავს,

ACI-ის წევრები