მიზანი

ჩვენი მიზანია, საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერა და წარმომადგენლობითი ორგანიზაციის შექმნა, რაც ასევე, ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ეკოსისტემის განვითარებას. ჩვენი მოტივაციაა კრეატიულობის, ინოვაციისა და კულტურული აზროვნების გაძლიერება; ასევე, შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა და სწორედ იმ გამოწვევების დაძლევაში დახმარება, რომელსაც ჩვენი წევრები მუდმივად აწყდებიან განვითარების პროცესში.

მისია

დღეს, შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში არსებული გამოწვევების ფონზე,  ჩვენი მთავარი მიზანია, შემოქმედებითი პროფესიონალებისა და ორგანიზაციების გაძლიერება, მხარდაჭერა და ადვოკატირება.  შემოქმედებითი ინდუსტრიების სწორი და ფუნქციონალური ადმინისტრირებით გვსურს მივაღწიოთ ორმაგ სარგებლიან ფორმას, როდესაც ძლიერდება შემოქმედებითი  ჯგუფი და ამით საქართველოს ეკონომიკაც.

ხედვა

მდგრადი და ინკლუზიური შემოქმედებითი ეკოსისტემის განვითარების მიზნით, გვსურს შევქმნათ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისი, მასტიმულირებელი საგადასახადო  პოლიტიკა და ეფექტური ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებასა და საქართველოს მიმზიდველობას.  ქვეყანას კი შემოქმედებითი ინდუსტრიების საერთაშორისო ჰაბად აქცევს.

ჩვენი გუნდი

სერგი გვარჯალაძე
სერგი გვარჯალაძე
ასოციაციის პრეზიდენტი
ზაქარია ზალიკაშვილი
ზაქარია ზალიკაშვილი
აღმასრულებელი დირექტორი
ანა აბაკელია
ანა აბაკელია
ინდუსტრიული ჯგუფების კოორდინატორი
გია თაბუკაშვილი
გია თაბუკაშვილი
ინდუსტრიული ჯგუფების კოორდინატორი