IP მანიფესტი

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განახლება და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება

შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია (ACI) შეიქმნა საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერისა და შემოქმედებითი ეკოსისტემის ხელშეწყობის მიზნით. ასოციაციის მისიაა შემოქმედებითი ინდუსტრიების როლის გაძლიერება მდგრადი ეკონომიკური განვითარების პირობებში. ასოციაცია მხარს უჭერს შემოქმედებით პროფესიონალებს და მიზნად ისახავს, გაზარდოს მათი ცნობადობა და გააძლიეროს ორგანიზაციების უფლებამოსილება, მხარდაჭერა და ადვოკატირება.

საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის ხელშეწყობის მიზნით, შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია (ACI) აცხადებს:

  1. ინტელექტუალური საკუთრება აღიარებული უნდა იქნას, როგორც ფიზიკური და იურიდიული პირების რეალური ეკონომიკური აქტივი, და იგი უნდა გახდეს მდიდარი და თვითმყოფადი ქართული კულტურისა და მემკვიდრეობის ექსპორტისა და განვითარების საგანი მსოფლიოს მასშტაბით;
  2. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვა და დაცვა უნდა განხორციელდეს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით;
  3. სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ქართული შემოქმედებით და ტექნოლოგიური კომპანიების ხელშეწყობა;
  4. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო კომპანიების, ბრენდების მოზიდვას და მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
  5. საქართველო აქტიურად უნდა ჩაერთოს კულტურული, კრეატიული და ინოვაციური პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე და სათანადო ადგილი დაიკავოს, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშემწყობმა ქვეყანამ.

ACI აყალიბებს შემოქმედებით ეკოსისტემას, რაც საქართველოს დააპოზიციონირებს, როგორც კრეატიულობისა და ინოვაციების გლობალურ ცენტრად. ასოციაციის მიზანია, მომავალში, საქართველო გახდეს ინოვაციებისა და შემოქმედების კერა, რომელიც  ინტელექტუალურ საკუთრებას გამოიყენებს ეკონომიკური ზრდის, კულტურული განვითარებისა და გლობალური ინტეგრაციის გასაძლიერებლად.