ქართველი ხელოვანი თოლია ასტახიშვილი Chanel Next Prize -ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

15 აპრილი 2024

შანელის კულტურის ფონდმა, Chanel Next Prize -ის ყოველწლიური დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინა. დაჯილდოება თანამედროვე კულტურაში მოღვაწე ადამიანთა მხარდაჭერასა და მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. წელს, 10 გამარჯვებულს შორის ქართველი ხელოვანი  თოლია ასტახიშვილი მოხვდა.

თოლია ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს და უმეტესად ინსტალაციაზე მუშაობს. მან შანელისგან ჯილდოდ 100 000 ევრო მიიღო, რაც შესაძლებლობას მისცემს, ყველაზე ამბიციური შემოქმედებითი იდეები და პროექტები განახორციელოს.

თოლია თავდაპირველად ხატვითა და ფერწერით იყო დაკავებული, თუმცა დროსთან ერთად მისი სამოქმედო არეალი გაფართოვდა და სკულპტურა და ინსტალაციაც მოიცვა. ამჟამად ფართომასშტაბიან არქიტექტურულ პროდუქტებს ქმნის, რომლებიც აერთიანებს ვიდეოს, ხმას, საარქივო კადრებს და სხვადასხვა მასალას. ასტახიშვილის ინსტალაციებში ხშირად სხვა არტისტების ნამუშევრებიც არის გაერთიანებული.

გასულ წელს ბერლინში თოლია ასტახიშვილის რამდენიმე პერსონალური გამოფენა გამართა. 2024 წელს კი დაგეგმილია მისი პირველი გამოფენა ამერიკაში, ნიუ-იორკის შტატში.

წყარო: Chanel.com