ქართველმა ანიმატორებმა Pink Floyd-ის ალბომის The Dark Side of the Moon 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონკურსში გაიმარჯვეს

1 აპრილი 2024

ქართველმა ანიმატორებმა რატი დაბრუნდაშვილმა და ნასტასია ნიკიტინამ, Pink Floyd-ის ლეგენდარული ალბომის The Dark Side of the Moon, 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონკურსში გაიმარჯვეს. კონკურსი, Pink Floyd-ის კლასიკური მუსიკისა და სრულიად ახალი ვიზუალური კონცეფციების შერწყმის გზით, ალბომის სიმღერებისთვის მუსიკალური კლიპების შექმნას ისახავდა მიზნად. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ Pink Floyd-ის დრამერი ნიკ მეისონი, კრეატიული დირექტორი ობრი ‘პო’ პაუელი და ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი (BFI).

ორიგნალური სიუჟეტისა და სიმღერის არსის საოცარმა შერწყმამ, ქართველ არტისტებს საერთაშორისო სცენაზე დიდი აღიარება მოუპოვა. ეს გამარჯვება ხაზს უსვამს პინკ ფლოიდის მუსიკის უნივერსალურ მიმზიდველობას და ქართული ანიმაციის ბრწყინვალებას.