PhMuseum – საერთაშორისო პლატფორმა თანამედროვე ფოტოგრაფებისთვის

7 მაისი 2024

PhMuseum თანამედროვე ფოტოგრაფიის მხარდამჭერი პლატფორმაა, რომელიც 2012 წელს დაარსდა და მიზნად თანამედროვე ფოტოგრაფების აღმოჩენას და მათ ხელშეწყობას ისახავს. PhMuseum მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, რათა ფოტოგრაფებს დაეხმაროს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებასა და თავიანთი ნამუშევრების წარმოჩენაში.

ათწლეულზე მეტია, რაც პლატფორმა ასობით ფოტოგრაფს გადასცემს ფულად დახმარებას და ხელს უწყობს მონაწილეობა მიიღონ ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა: PhEST, Getxophoto, Organ Vida, Cortona OTM, Lagos Photo, Verzasca Foto, JIPFest.

2021 წლიდან PhMuseum-ის ორგანიზებით, იტალიის ქალაქ ბოლონიაში ფოტოგრაფიის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი იმართება. 2020 წელს კი ონლაინ სივრცე PhMuseum Lab-ი შეიქმნა, რომელიც წევრ ფოტოგრაფებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და საკუთარი ნამუშევრები გააცნონ. გარდა ამისა, პლატფორმის ფარგლებში არაერთი საგანმანათლებლო კურსი თუ აქტივობა ხორციელდება.

PhMuseum-ის წევრობა თანამედროვე ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია!

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს – https://phmuseum.com/