ა(ა)იპ „საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის“

წესდება

(დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება)

ზოგადი დებულებები

  • ა(ა)იპ საქართველოს შემოქმედებით ინდუსტრიების ასოციაციის წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
  • სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
  • საზოგადოების საფირმო სახელწოდება: „საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია“ (სშია) (შემდგომში „ასოციაცია“)
  • საზოგადოების საფირმო სახელწოდება ინგლისურად: „Association of creative industries of Georgia” (ACIG)
  • სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
  • ასოციაციის იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გიზო ნიშნიანიძის ქუჩა , N 13-15/როსტომ მუსხელიშვილის ქუჩა, ჩიხი N3, ბინა N6, საკადასტრო კოდი: 01.15.05.091.004.01.006)
  • ასოციაციის ელექტრონული ფოსტის მისამართია: komunamedia@gmail.com
  • ასოციაციის ტელეფონის ნომერია: +995 599 98 74 44
  • ასოციაცია თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია.
  • ასოციაციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით.
  • ასოციაცია ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ.
  • ასოციაციის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირი არის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ერთპიროვნულად.

საზოგადოების საქმიანობა:

საზოგადოების საქმიანობა და მიზნებია:
ა) შემოქმედებით ინდუსტრიების განვითარება საქართველოში

ბ) შემოქმედებით ინდუსტრიების სფეროს პროფესიონალებისათვის  წარმომადგენლობითი ლობიზმის ხელშეწყობა;

გ) საგადასახადო და სხვა სახის შეღავათების კუთხით საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება;

დ) საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების, კონფერენციების, ვორქშოფების, სემინარებისა და სხვა მიზნობრივი პროექტების ორგანიზება;

ე) შემოქმედებით ინდუსტრიების 14-ვე მიმართულებაში მოქმედი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების კოლაბორაციის ხელშეწყობა.

  • ასოციაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ასოციაციას მიზნების რეალიზებას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ასოციაციას დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
  • ასოციაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ასოციაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

საზოგადოების დამფუძნებლები

საზოგადოების დამფუძნებლები არიან:

  1. შპს „კეტტარი გე“, ს/კ: 404637915, დირექტორი: ენდრე ბირიჩ კრზიზევსკი, 3-3771833-2, 33187201, 01691053341 /ისრაელი/,

ტელ. ნომერი: +44 7554 006590, ელ.ფოსტა:  e.birich@kettari.com,

მისამართი: საქართველო, თბილისი, ქიაჩელის ქუჩა, №2, ფართი №5

წარმომადგენელი: თეიმურაზ ჯაფარიძე,  პ/ნ 01008006183,  ტელეფონის ნომერი: +995 591 24 10 82, ელ-ფოსტა: teimuraz.japaridze@gmail.com, მისამართი: საქართველო, თბილისი, ირ. აბაშიძის ქ. #10.

(მინდობილობა/რწმუნებულობა დამოწმებული ნოტარიუსი ნინო ხოფერიას მიერ. დამოწმების თარიღი: 13.06.23,  სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 10789852873123, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი: N230773898)

  1. შპს „ბრავო რეკორდს“, ს/კ: 404868639, დირექტორი: თამარ ქრისტესაშვილი, პ/ნ 01008046728,

ტელ. ნომერი: +995 577 461 111,

ელ. ფოსტა:  info@bravorecords.ge

მისამართი: საქართველო, თბილისი,  კოსტავას ქ., N68, კორ. 2

 

  1. ა(ა)იპ „ინოვაციური პოპ-კულტურის მხარდამჭერი ფონდი ელექტრონავტი“,

ს/კ: 404394124, დირექტორ: ზაქარია ზალიკაშვილი, პირადი ნომერი: 01012017457,

ტელეფონის ნომერი: +995 577 51 00 09, ელ-ფოსტა:  zakrius@gmail.com

მისამართი: თბილისი, ქუჩა გიზო ნიშნიანიძე 13-15/ქუჩა როსტომ მუსხელიშვილი ჩიხი #3

  1. ა(ა)იპ „თბილისი სტარტაპ ბიურო“,

ს/კ: 404565886, გამგეობის თავმჯდომარე: გურიელი ქოიავა, პ/ნ 01017035275, ტელ. ნომერი: + 995 558 910910, ელ. ფოსტა:  guri.koiava@gmail.com, მისამართი: საქართველო,  ქ. თბილისი მთაწმინდის რაიონი, ლ. ასათიანის ქ N46ა

  1. შპს „დუო კაპიტალი“, ს/კ: 405501835,

დირექტორი გიორგი კვაჩიძე, პ/ნ  01024023743

ტელ. ნომერი: +995 599 69 59 59, ელ. ფოსტა: gkvachidze@gmail.com,

მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაჟა ფშაველას ჩიხი, N 3, ბინა 14

  1. ფიზიკური პირი გვანცა გუგეშაშვილი, პ/ნ 01031001554,

მისამართი: თბილისი, გვაზაურის მე-2 გასასვლელი, პირველი კორპუსი, ტელეფონის ნომერი: +995 599 43 99 44;
ელ-ფოსტა: gvantsa.gugeshashvili@tsu.ge;

ასოციაციის მართვა

  • ასოციაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა განისაზღვრება ამავე წესდებაში.
  • ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა: ასოციაციის გამგეობა.
  • ასოციაციის ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირები არიან ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ასოციაციის პრეზიდენტი.  საზოგადოებას ორივე წარმოადგენენ ცალ-ცალკე და ერთპიროვნულად.
  • ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე ასოციაციის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (ელექტრონულ მისამართის) მართვაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირი 5 წლის ვადით არჩეულია

ზაქარია ზალიკაშვილი, პირადი ნომერი: 01012017457, ტელეფონის ნომერი: +995 599 98 74 44,
ელ-ფოსტა:  komunamedia@gmail.com ,  მისამართი: თბილისი, ქუჩა გიზო ნიშნიანიძე 13-15/ქუჩა როსტომ მუსხელიშვილი ჩიხი #3, დაბადების ადგილი ქ. თელავი, დაბადების თარიღი: 09.04.1972

  • საერთო კრება მოიწვევა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ან გამგეობის გადაწყვეტილებით ან ასოციაციის წევრთა 1/4-ის მოთხოვნით.
  • ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვალდებულია საერთო კრების მოწვევის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა დანიშნოს საერთო კრება. საერთო კრების ჩატარების თარიღი უნდა განისაზღვროს საერთო კრების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მე-40 დღეს.
  • იმ შემთხვევაში, თუ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, არ იღებს გადაწყვეტილებას საერთო კრების დანიშვნის შესახებ, გამგეობა უშუალოდ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საერთო კრების ჩატარების შესახებ. ამ დროს, საერთო კრების თარიღი უნდა განისაზღვროს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მე-40 დღეს, თუმცა დროის იმ შუალედის გათვალისწინებითაც, რომ ივარაუდებოდეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ასოციაციის წევრთა მიერ გაცნობისა და კრების ჩატარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების ნორმალურად მოგვარების სათანადო შესაძლებლობა.
  • საერთო კრების დღის წესრიგი და ჩატარების თარიღი ქვეყნდება ასოციაციის ვებგვერდზე და/ან ელფოსტის მეშვეობით ეგზავნება ასოციაციის წევრებს.
  • საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება საერთო კრების მოწვევის თარიღისათვის არსებული ასოციაციის წევრთა ნახევარი მაინც.
  • ასოციაციის თითო წევრს საერთო კრებაზე თითო ხმა აქვს. იურიდიული პირი საერთო კრებაზე წარმოდგენილია ერთი წარმომადგენლით. ასოციაციის წევრის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განისაზღვრება წერილობითი მინდობილობით, გარდა იმ შემთხვევისა თუ კრებაზე იურიდიულ პირს, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ხელმძღვანელი ესწრება.
  • საერთო კრებას შეიძლება თავმჯდომარეობდეს, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ან გამგეობის წევრი.
  • საერთო კრების ჩატარების და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.
  • საერთო კრების გადაწყვეტილებაუუნარობის შემთხვევაში ორი კვირის ვადაში ინიშნება განმეორებითი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების მქონე დამსწრე წევრთა რაოდენობის მიუხედავად.
  • საერთო კრების მოწვევის შესახებ, დღის წესრიგის მითითებით ასოციაციის წევრებს ეცნობებათ კრების ჩატარებამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე წერილობით, ან ელ-ფოსტით ან ბეჭდვით ორგანოში ან/და ასოციაციის ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებით.
  • საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით. ფარული კენჭისყრის ჩატარებისათვის საერთო კრებაზე მიიღება ცალკე გადაწყვეტილება.
  • საერთო კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების მქონე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის, წესდების შეცვლის, ასევე ასოციაციის მიზნების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების ორი მესამედით.
  • საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება:
    • ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.
    • ასოციაციის წესდების მიღება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.
    • ასოციაციის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის, ასევე ასოციაციის მიზნების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
    • ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გამგეობის წევრების და ასოციაციის პრეზიდენტის არჩევა, აგრეთვე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღება საერთო კრებაზე დამსწრე წევრთა ხმების ორი მესამედით.
    • სხვა საკითხების გადაწყვეტა, რომელიც ასოციაციის სხვა ორგანოთა კომპეტენციას არ განეკუთვნება

ასოციაციის წევრი

ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი,  რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს;

ბ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი იურიდიული პირი. იურიდიულ პირს ასოციაციაში წარმოადგენს ასოციაციის წევრი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;  წევრი იურიდიული პირის დამფუძნებლები (წევრები) და დირექტორები არ ითვლებიან ასოციაციის წევრებად.

  • ასოციაციის წევრად მიღება და წევრობიდან გასვლა ხდება წერილობითი განცხადების საფუძველზე.    გადაწყვეტილებას წევრად მიღების შესახებ იღებს გამგეობის მიერ შექმნილი წევრების მიღების კომიტეტი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
  • ასოციაციის წევრად მიღების განაცხადი უნდა შეიცავდეს კანდიდატის:

ა) კანდიდატის სახელი გავრი,

ბ) პირადი ნომერი,

გ) ელ. ფოსტის მისამართი,

დ) ტელეფონის ნომერი

იურიდიული პირის შემთხვევაში:
ა) კანდიდატის დასახელება (საფირმო სახელწოდება),

ბ) საიდენტიფიკაციო კოდი,

გ) ელ- ფოსტის მისამართი,

დ) ტელეფონის ნომერი

ასოციაციის დამფუძნებლები და შემდგომ გაწევრიანებული პირები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.

ასოციაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ)სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;

გ) გარდაცვალებისას.

დ) გამგეობის და/ან საერთო კრების გადაწყვეტილებით

  • წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა და/ან საერთო კრება. საერთო კრების და/ან გამგეობის გადაწყვეტილებით ასოციაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს ასოციაციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ასოციაციის წევრს უფლება აქვს:

ა)  მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, ასოციაციის გეგმების, პროგრამების, პროექტებისა და სხვა ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;

ბ) ასეთის არსებობის შემთხვევაში,  აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის  მმართველ ან ორგანოებში ან კომიტეტში;

გ) ამ წესდებით გათვალისწინებული წესით დაასახელოს ასარჩევ პირთა კანდიდატურები;

ე)    ასოციაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

ასოციაციის წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას ასოციაციის წესდება;

ბ) შეასრულოს მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებები;

გ) პროპაგანდა გაუწიოს ასოციაციის მიზნებს;

დ) არ გაახმაუროს ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია.

საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

  • ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა ასოციაციის გამგეობა, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ფუნქციებს.
  • გამგეობის წევრებად 5 წლის ვადით არჩეულნი არიან:
  1. ენდრე ბირიჩ კრზიზევსკი, 3-3771833-2, 33187201, 01691053341 /ისრაელი/ტელ. ნომერი: +44 7554 006590, ელ.ფოსტა: birich@kettari.com,

მისამართი: საქართველო, თბილისი, ქიაჩელის ქუჩა, №2,

წარმომადგენელი:

თეიმურაზ ჯაფარიძე,  პ/ნ 01008006183,  ტელეფონის ნომერი: +995 591 24 10 82, ელ-ფოსტა: teimuraz.japaridze@gmail.com, მისამართი: საქართველო, თბილისი, ირ. აბაშიძის ქ. #10.  (მინდობილობა/რწმუნებულობა დამოწმებული ნოტარიუსი ნინო ხოფერიას მიერ. დამოწმების თარიღი: 13.06.23,  სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 10789852873123, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი: N230773898)

თამარ ქრისტესაშვილი, პირადი ნომერი 01008046728, ტელ. ნომერი: +995 577 461 111, ელ. ფოსტა: tatakristesashvili@gmail.com, მისამართი: საქართველო, თბილისი,  კოსტავას ქ., N68, კორ. 2;

გურიელი ქოიავა, პ/ნ 01017035275, ტელ. ნომერი: + 995 558 910910, ელ. ფოსტა: koiava@gmail.com, მისამართი: საქართველო,  ქ. თბილისი მთაწმინდის რაიონი, ლ. ასათიანის ქ N46ა;

 გიორგი კვაჩიძე, პ/ნ 01024023743, ტელ. ნომერი: +995 599 69 59 59, ელ. ფოსტა: gkvachidze@gmail.com,

მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვაჟაფშაველას ჩიხი, N 3, ბინა 1.

გვანცა გუგეშაშვილი, პ/ნ 01031001554, მისამართი: თბილისი, გვაზაურის მე-2 გასასვლელი, პირველი კორპუსი, ტელეფონის ნომერი: +995 599 43 99 44; ელ-ფოსტა: gvantsa.gugeshashvili@tsu.ge;

  • გამგეობას ირჩევს წევრთა საერთო კრება ღია ან ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
  • ასოციაციის გამგეობა შედგება 5 (ხუთი) წევრისაგან.
  • გამგეობის წევრობის კანდიდატის წამოყენების უფლება აქვს ასოციაციის წევრთა არანაკლებ ¼-ს.
  • გამგეობის წევრი აირჩევა 5 (ხუთი) წლის ვადით.
  • გამგეობის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი გამგეობის არჩევამდე.
  • გამგეობის წევრად შეიძლება არჩეულ იქნას ნებისმიერი წევრი.
  • ახლად არჩეული გამგეობა პირველ სხდომას მართავს არჩევიდან ერთი თვის განმავლობაში.
  • გამგეობის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ და მოიწვევა გამგეობის წევრის ან ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინიციატივით.
  • გამგეობა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი.
  • გამგეობის სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
  • გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებს ხელს აწერს კრების თავჯდომარე.
  • დასაშვები გამგეობის კრების ჩატარება ონლაინ რეჟიმში კრების წევრთა ფიზიკური დასწრების გარეშე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
  • დასაშვებია აღმასრულებელი დირექტორის და/ან გამგეობის წევრების მიერე გამგეობის კრების ოქმზე (ელექტრონულ დოკუმენტზე), ან დადგენილებაზე ელექტრონული ხელმოწერა.
  • საერთო კრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე ასოციაციის გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:
    • ასოციაციის შიდა პროცედურული სახელმძღვანელოების/დებულებების და სიმბოლიკის დამტკიცება.
    • ასოციაციის წლიური საფინანსო გეგმის და ბიუჯეტის შემუშავება და დამტკიცება.
    • წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტის და წევრის გარიცხვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.
    • მიმართულებების კოორდინატორების რეკომენდაციის წარდგენა აღმასრულებელი დირექტორისათვის.
    • ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით სტრუქტურული ქვედანაყოფების, ფილიალების, რეგიონალური ოფისების, წარმომადგენლობების, სააგენტოების (მათ შორის საერთაშორისო) შექმნა/გაუქმება.
    • ასოციაციის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნის (დაფუძნების) და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.
    • ასოციაციის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მიხედვით მიზნობრივი კომისიების შექმნა.
    • ასოციაციის სპეციალური ფონდების შექმნა.
    • ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის და გამგეობის წევრთა შრომის ანაზღაურების სისტემის განსაზღვრა.
    • ასოციაციის ფინანსური და აუდიტის ანგარიშების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში ასოციაციის საერთო კრებისთვის რეკომენდაციების წარდგენა.
    • ასოციაციის წევრთა საერთო კრების მოწვევა, კრების დღის წესრიგის დამტკიცება.
    • ასოციაციის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებათა შესრულების უზრუნველყოფა.
    • სხვა საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც ასოციაციის სხვა ორგანოთა კომპეტენციას არ განეკუთვნება.
  • გამგეობის სხდომებს წარმართავს კრების თავმჯდომარე. იგი შეიმუშავებს გამგეობის  სხდომის დღის წესრიგს, ზედამხედველობს გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას და ახდენს გამგეობის წევრთა კოორდინირებას.
  • ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მინიჭებული აქვს აღმასრულებელი უფლებამოსილება, იგი წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
  • ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც არ არის ასოციაციის წევრი (მოწვეული პირი).
  • აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილება იწყება მისი არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი აღმასრულებელი დირექტორის არჩევამდე.
  • ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება:
    • წესდებით დადგენილი მიზნების მისაღწევად ასოციაციის საქმიანობის გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმართვა.
    • სტრატეგიული გეგმების შემუშავება და ასოციაციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა.
    • ასოციაციის წლიური ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და გამგეობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
    • ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა აქტივების მართვა-განკარგვა და მათი წესდების შესაბამისად გამოყენების უზრუნველყოფა.
    • ასოციაციის ხარჯების და სხვადასხვა პროექტების ბიუჯეტების მონიტორინგი. სესხების/კრედიტების აღება.
    • ბანკებთან და/ან ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულების დადება და საჭიროების შემთხვევაში გარანტიის უზრუნველსაყოფად ასოციაციის კუთვნილი დეპოზიტების, ნაშთების და სხვა აქტივების დაგირავება ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთვა.
    • ასოციაციის შიდა პროცედურული სახელმძღვანელოების/დებულებების პროექტების შემუშავება და გამგეობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
    • ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება და გამგეობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
    • ასოციაციის თანამშრომლების სამუშაოზე მიღება და სამუშაოდან გათავისუფლება.
    • ასოციაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ფილიალების, რეგიონალური ოფისების, წარმომადგენლობების, სააგენტოების (მათ შორის საერთაშორისო) ხელმძღვანელ(ებ)ის, მიმართულებათა კოორდინატორების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება.
    • ასოციაციის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის ხელმძღვანელ(ებ)ის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება.
    • ასოციაციის თანამდებობრივი განაკვეთების, დანამატების და სარგოების, პრემიების და მასტიმულირებელი ხასიათის სხვა ღონისძიებების სტრუქტურის და ოდენობის დადგენა.
    • ასოციაციის სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების ოდენობის, მიზნობრივი ფონდების შექმნის, გრანტების მიღებისა და გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება.
    • ასოციაციის სახელით ხელშეკრულების დადება.
    • ასოციაციის ინტერესებიდან გამომდინარე უცხო ქვეყნების ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
    • სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც ასოციაციის სხვა ორგანოთა კომპეტენციას არ განეკუთვნება.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ბრძანების სახით.

გამგეობის წევრს და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე.

ბ) სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში.

გ) გარდაცვალებისას, აგრეთვე სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შემთხვევაში. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში.

დ) ასოციაციის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით თუ იგი უხეშად არღვევს წესდების მოთხოვნებს და ზიანს აყენებს ასოციაციის საქმიანობას ან მის მიზნებს.

ე) გამგეობის წევრის მიერ გამგეობის სხდომებზე სისტემატურად არდასწრების ან გამგეობის საქმიანობის შეფერხების შემთხვევაში გამგეობას, ხმათა უმრავლესობით, უფლება აქვს დააყენოს ასეთი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი რიგგარეშე საერთო კრებაზე.

  • ასოციაციის გამგეობის წევრთა ერთამდე შემცირების შემთხვევაში მოიწვევა რიგგარეშე საერთო კრება ასეთი ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, რომელზეც აირჩევა ახალი გამგეობა.
  • ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გადადგომის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას მოიწვევა რიგგარეშე საერთო კრება უფლებამოსილების შეწყვეტის თარიღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, რომელზეც აირჩევა ახალი თავმჯდომარე.

ასოციაციის პრეზიდენტი

  • ასოციაციის პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევს წევრთა საერთო კრება. პრეზიდენტის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს ასოციაციის ყოველ წევრს.
  • ასოციაციის პრეზიდენტის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება გამგეობის ახალი პრეზიდენტის არჩევამდე.
  • პრეზიდენტი წარმოადგენს ასოციაციას მედია სივრცეში ერთპიროვნულად.
  • ასოციაციის პრეზიდენტი უფლებამოსილია ილაპარაკოს და საჯარო სივრცეში გამოვიდეს როგოც ასოციაციის წარმომადგენელი;
  • ასოციაციის პრეზიდენტად ხუთი წლის ვადით არჩეულია:

სერგო გვარჯალაძე, პ/ნ: 01008010971 /გერმანია/, ტელეფონის ნომერი: +995 599 98 74 44

ელ-ფოსტა: komunamedia@gmail.com, მისამართი:  თბილისი 0179, წყნეთი, ახალდაბის 19

დაბადების თარიღი: 13.11.1967, დაბადების ადგილი: თბილისი

ასოციაციის პრეზიდენტი:

ა) წარმართავს ასოციაციის მედია აქტივობის და საჯარო პოლიტიკას საწესდებო მიზნების მისაღწევად, გარდა საერთო კრების და გამგეობის უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხებისა.

ბ) წარმოადგენს ასოციაციას საერთაშორისო ურთიერთობებში ერთპიროვნულად.

დ) ზედამხედველობს ასოციაციის მედია აქტივობას;

ვ) გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის საჯარო პოლიტიკის გეგმას და შესაბამის ორგანიზაციულ სტრუქტურას.

თ) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

კომიტეტი და კომიტეტის კოორდინატორი

  • ასოციაციას შეუძლია შექმნას მუდმივმოქმედი ან დროებითი კომიტეტები რომელთა დანიშნულებაა:
    • კოორდინაცია გაუწიოს ასოციაციის საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებს;
    • აწარმოოს ასოციაციის ძირითადი მიზნების მიღწევისათვის აუცილებელი სამუშაო;
    • კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციები გაუწიოს გამგეობას და წევრთა საერთო კრებას.
    • აწარმოოს წევრთა წარდგენა გამგეობაში;
  • კომიტეტი წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე წევრისაგან ან/და მოწვეული პირისაგან შემდგარ ჯგუფს, რომლიც უშუალოდ არის ჩართული ასოციაციის ძირითად საქმიანობაში.
  • კომიტეტებს ქმნის გამგეობა, გამგეობის რომელიმე წევრის წარდგინებით/რეკომენდაციით.
  • კომიტეტს ხელმძღვანელობს კომიტეტის კოორდინატორი;
  • კომიტეტის კოორდინატორი ანგარიშვალდებულია აღმასრულებელ დირექტორთან.
  • კომიტეტის გაუქმების ასევე კომიტეტის კოორდინატორის თანამდებობიდან განთავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა, ხოლო აღასრულებს აღმასრულებელი დირექტორი.
  • კომიტეტის კოორდინატორი შეიძლება იყოს მოწვეული პირი, რომელიც არ არის ასოციაციის წევრი;

ასოციაციის ქონება

  • ასოციაციის ქონება იქმნება შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა, პროექტებიდან მოზიდული დაფინანსებითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.
  • ასოციაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა

  • ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით.

ბ) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

  • ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება განაწილდება ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ასოციაციის ლიკვიდაცია დასრულებულად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მისი სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

გარდამავალი დებულებები

  • წინამდებარე წესდება შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე და წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის დოკუმენტს ორგანიზაციაში შემავალი ყველა წევრისთვის. ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ვერსიას.
  • მესამე პირის ორგანიზაციაში ნებისმიერი ფორმით გაწევრიანება, ავტომატურად ნიშნავს ამ პირის თანხმობას წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.
  • ამ წესდების რომელიმე დებულების ბათილად ცნობა გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
  • ორგანიზაციაში შემავალი ყოველი წევრი თუ დასაქმებული იღებს ვალდებულებას კეთილსინდისიერად და პირნათლად ემსახუროს ორგანიზაციასა და ორგანიზაციის ძირითად მიზანს.
  • საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე წესდებით, რეგულირდება ქართული კანონმდებლობის მიხედვით.
  • მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია/კორესპონდენცია წევრებსა თუ სხვა მმართველობით ორგანოებს შორის შესაძლოა მიმდინარეობდეს მათ შორის ელექტრონული ფოსტით ამ წესდებაში ან წევრობაზე განაცხადში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართების გამოყენებით. ასოციაციის წევრები ვალდებულნი არიან ასოციაციის თანამშრომლებს მიაწოდონ ის ელექტრონული ფოსტები, რომლებზეც სურთ მათ კორესპონდენციის მიღება. აღნიშნულ მისამართებზე ნებისმიერი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება დადასტურებისთანავე. დადასტურების არ არსებობის შემთხვევაში, შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება გაგზავნის მეორე სამუშაო დღეს. ელექტრონული ფოსტ(ებ)ის ცვლილების შემთხვევაში ასოციაციისთვის აღნიშნულზე ინფორმაციის მიწოდების პასუხისმგებლობა ეკისრება ასოციაციის შესაბამის წევრს. ასოციაციის ხელთ არსებულ ბოლო მისამართზე გაგზავნილი შეტყობინებები ჩაითვლება წევრის მიერ მიღებულად.
  • მხარეები შეთანხმნენ, რომ ამ წესდების/დამფუძნებელთა შეთანხმების მხარეებისათვის, ასევე ასოციაციის წევრებისათვის ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონის 3.8 მუხლის შესაბამისად. ამასთან მხარეები თანხმდებიან, რომ ასოციაციის ფარგლებში ურთიერთობისას ელექტრონული ხელმოწერების თუ ელექტრონული დოკუმენტებისათვის გამოიყენებ ამ წესდებაში მითითებულ ელ. ფოსტის მისამართებს ხოლო წევრების შემთხვევაში ასეთ ელ. ფოსტების მისამართებად მიიჩნევა ასოციაციის წევრობის მიღებაზე განაცხადში მითითებული ელ. ფოსტის მისამართები.