შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციას ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს
2025 წლის 1 მაისს, შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) წევრთა ყოველწლიური საერთო კრება ჩატარდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ასოციაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორის არჩევა იყო. წევრებმა ერთხმად უყარეს კენჭი ანა გოგობერიშვილის კანდიდატურას და ის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად აირჩიეს.
შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია 2023 წელს შეიქმნა და მიზნად საქართველოს კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერასა და ეკოსისტემის ხელშეწყობას ისახავს. ასოციაცია მხარს უჭერს შემოქმედებით პროფესიონალებს და მიზნად ისახავს, გაზარდოს მათი ცნობადობა და გააძლიეროს ორგანიზაციების უფლებამოსილება