• 29 ნოემბერი 2024

    2024 წლის 28 ნოემბერს შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) წევრთა ყოველწლიური საერთო კრება ჩატარდა. შეკრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ასოციაციის ახალი პრეზიდენტის არჩევა წარმოადგენდა. წევრებმა ერთხმად, ახალ პრეზიდენტად ნინო შერაზადიშვილი აირჩეს. გარდა ამისა, ACI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაქარია ზალიკაშვილმა წევრებს 2023-2024 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია 2023 წელს შეიქმნა და მიზნად საქართველოს კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერასა და ეკოსისტემის ხელშეწყობას ისახავს. ასოციაცია მხარს უჭერს შემოქმედებით პროფესიონალებს და მიზნად ისახავს,

  • 15 ნოემბერი 2024

    2024 წლის 28 ნოემბერს, 11:00 საათზე შემოქმედებითი ინდუსტრიების აოსციაცია (ACI) წევრთა ყოველწლიურ საერთო კრებას ჩაატარებს. კრება გაიმართება თბილისში, „ინოფისის“ ბიზნეს ცენტრში. (თამარ ჭოველიძის ქ #4) შეხვედრის ფარგლებში ACI-ს წარმომადგენლები წევრებს ასოციაციის 2023-2024 წლის მუშაობის ანგარიშის წარუდგენენ; ასევე, განიხილება შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხი. ასოციაციის წევრებს, გთხოვთ, რომ დაესწროთ კრებას.

  • 29 ოქტომბერი 2024

    სულ მალე მაყურებელი მძაფრსიუჟეტიან ფილმს „ალარუმ“-ს იხილავს, რომლის ერთ-ერთი საუნდტრეკიც ქართველ მუსიკოსს და შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის წევრს, ზაზა ხუციშვილს ეკუთვნის. „უღრუბლო ცას“  - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ფილმში აჟღერდება. ფილმში მთავარ როლებს სილვესტერ სტალონე, სკოტ ისტვუდი და უილა ფიცჯერალდი ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰოლივუდის ასეთ მასშტაბურ პროექტში, ქართული სიმღერა გაჟღერდება.

  • 28 ოქტომბერი 2024

    ქართული კრეატიული სააგენტო ლივინგსტონი პირველი სააგენტოა საქართველოში, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც ICOM-ის ოფიციალური წევრი გახდა. ICOM არის დამოუკიდებელი სააგენტოების ერთ-ერთი უმსხვილესი გაერთიანება მსოფლიოში, რომელიც მოიცავს შემოქმედებით, მარკეტინგული კომუნიკაციების, მედიის, რეკლამის, ციფრული კომუნიკაციების და მათთან დაკავშირებულ სერვისებს. მასში შედის 70-ზე მეტი წევრი სააგენტო, 50-ზე მეტი ქვეყნიდან. ქსელი ხელს უწყობს გლობალურ თანამშრომლობას და პროფესიულ განვითარებას. ლივინგსტონის წარმომადგენლების შეფასებით, აღნიშნული მოვლენა ქართულ სარეკლამო ინდუსტრიას მსოფლიოს სხვადასხვა სააგენტოსთან თანამშრომლობის გზებს გაუხსნის; ქართველს პროფესიონალებს

  • 18 ოქტომბერი 2024

    20 ოქტომბერს, 14:00 საათზე აქსის თაუერსში გრანდიოზული საერთაშორისო მოდის ჩვენება „მეტრიკა“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი იხილავს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და სამკაულების 35 ბრენდის კოლექციას, როგორ საქართველოდან, ასევე ევროპის, აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. ღონისძიების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ „მეტრიკა“ პირველი მოდის პროექტია საქართველოში, რომელმაც მეტასამყაროში შეაბიჯა. მეტავერსის მეშვეობით, ჩვენების ხილვა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მაყურებლისთვისაც. წლევანდელი ღონისძიება აზიელ დიზაინერებს მიეძღვნება, რომლებიც წარმოადგენენ კოლექციებს, სადაც ტრადიციული სამოსი და

  • 15 ოქტომბერი 2024

    15 ოქტომბერს თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით, ქანდაკების II სტუდენტურ სიმპოზიუმზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა, რომელსაც მ. ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა“ მასპინძლობს, 2024 წლის 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, „ქანდაკების ფესტივალი 2024“-ს ფარგლებში განხორციელდა და მასში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, სახელოვნებო მიმართულების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. „ინოვაციური სკულპტურული პროექტები ქალაქ თბილისისთვის“ - აღნიშნულ თემაზე სტუდენტმა მოქანდაკეებმა, არქიტექტორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა ერთობლივი თანამშრომლობით 6

  • 10 ოქტომბერი 2024

    ინვესტიციები სტარტაპებისთვის და არა მხოლოდ... - აღნიშნულ თემაზე შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI ) წევრებისა და დაინტერესებული პირებისთვის სემინარი ჩატარდა. სემინარს საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია „ინვესტოს“ დამფუძნებელი და საერთაშორისო აქსელერატორი Faster Capital-ის მენტორი, დავით ჩიხლაძე უძღვებოდა. ღონისძიება KLab-ში გაიმართა. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება სტარტაპისთვის საჭირო ინვესტორის დამოუკიდებლად განსაზღვრა, როგორ იქმნება ფინანსური მოდელი სტარტაპებისთვის, როგორ ფასდება სტარტაპის საინვესტიციო ღირებულება და როგორ მზადდება ინვესტორებთან წარსადგენი Term Sheet-ი. ACI-ს მიერ სხვადასხვა

  • 8 ოქტომბერი 2024

    შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციამ (ACI) კრეატიული ეკონომიკის რიგით მე-4 მსოფლიო კონფერენციაში (WCCE 2024) მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ტაშკენტში, უზბეკეთში გაიმართა. წელს ღონისძიების მთავარი თემა „ინკლუზიური კრეატიულობა: შეცვლილი რეალობა“ იყო. მომხსენებლებმა მიმოიხილეს, თუ რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება გლობალურ შემოქმედებით ეკონომიკაზე. ძირითადი აქცენტები დაისვა თემებზე: • როგორ იცვლება კრეატიული განათლებისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში; • როგორ შეუძლია კრეატიულობას ხელი შეუწყოს მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას. ღონისძიების ფარგლებში

  • 3 ოქტომბერი 2024

    4-9 ოქტომბერს ქუთაისი რიგით მეოთხე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს. 6 დღის განმავლობაში კინოთეატრ საქართველოში ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად, ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს. წელს საკონკურსო პროგრამაში მაყურებელი 25 ფილმს იხილავს, რომელთა შორისაცაა: კანის, ლოკარნოს, სანდენსის, ტორონტოს, ტრიესტეს, კელერმონ-ფერანისა და სხვა ფესტივალების მონაწილე და გამარჯვებული ნამუშევრები. საკონკურსო ფილმებს შორის, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და გადასცემს ოქროს დინოზავრს, სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო

  • 30 სექტემბერი 2024

    განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც შემოქმედებასა და ინოვაციას ეყრდნობიან, უკვე მნიშვნელოვან მოთამაშეებად ყალიბდებიან გლობალურ შემოქმედებით ეკონომიკაში. ოდესღაც პერიფერიაზე მდგომი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა და ნიგერია, ახლა წამყვან პოზიციებს იკავებენ შემოქმედებითი პროდუქციის ექსპორტში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მოდის, დიზაინის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინდუსტრიებში. მიუხედავად ამ მიღწევებისა, ისინი კვლავ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან, განსაკუთრებით შემოქმედებითი სერვისებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში. შემოქმედებითი პროდუქციის ექსპორტის ზრდა ბოლო ათწლეულში განვითარებადი ქვეყნების შემოქმედებითი პროდუქციის ექსპორტი თითქმის

  • 24 სექტემბერი 2024

    შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) წევრმა, ხმის დიზაინის სერვისების კომპანია "უზუპომ" ფოლის ხელოვნების სამყაროს შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი წარმოადგინა. ფილმი წარმოაჩენს ფოლის მნიშვნელოვან როლს შემოქმედებით ინდუსტრიებში და აჩვენებს, თუ როგორ იყენებს "უზუპო" ხმას ფილმების, ანიმაციების, რეკლამების, სატელევიზიო სერიალების და სხვა პროექტების გასაუმჯობესებლად. დოკუმენტურ ფილმში გაიცნობთ კომპანიის ხმის არტისტებს, ძალიან ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც ხშირად კულისებს მიღმა რჩებიან. "უზუპოს" გუნდმა ბოლო 1 წლის მანძილზე ათამდე ფილმისა თუ ანიმაციის ხმაზე იმუშავა. მათ შორისაა პროექტები,

  • 4 სექტემბერი 2024

    საქანიმა - ანიმატორთა ასოციაცია საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარების X ვორქშოფზე, რომელიც თბილისში 26-30 ნოემბერს გაიმართება. წელს პირველად, ქართველ ანიმტორებთან ერთად ვორქშოფში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმატორებსაც: უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 6 ოქტომბერი. ვორქშოფში მონაწილეობა უფასოა. პროექტის პარტნიორები არიან LINOLEUM თანამედროვე ანიმაციის და მედიახელოვნების ფესტივალი უკრაინა, Sofia Animation LAB ბულგარეთი, Compote Collective ბულგარეთი, ANIMEST ბუქარესტის ანიმციური ფილმების ფესტივალი

  • 20 ივლისი 2024

    წარმოიდგინეთ, რომ უამრავი დრო დაუთმეთ ისეთ ინოვაციურ იდეაზე მუშაობას, რომელსაც შეუძლია სამყარო შეცვალოს . მუშაობის დასრულების შემდეგ კი, როდესაც თქვენი იდეა დღის შუქზე გამოიტანეთ, აღმოჩნდა, რომ ვიღაცას ის მოუპარავს, მიუსაკუთრებია და თქვენი შრომის შედეგს იმკის. სამწუხაროდ, შემოქმედი და ინოვატორი ადამიანები ხშირად აღმოჩნდებიან ამ რეალობის წინაშე. სამყაროში, სადაც იდეა უფრო და უფრო ღირებული ხდება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. IP-ს დაცვის ტრადიციული მეთოდები, როგორიცაა პატენტი და სავაჭრო ნიშანი, ხშირად

  • 8 ივლისი 2024

    ახლახან შვედეთის მთავრობამ მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სტრატეგია წარუდგინა. 2024-დან 2033 წლამდე მოქმედი ეს გეგმა, არა მხოლოდ შვედეთის კულტურულ ლანდშაფტს ცვლის - ის გვთავაზობს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხედვას, რომლის შესწავლაც საქართველოსთვისაც გონივრული იქნებოდა. შვედეთის კულტურის მინისტრი, პარისა ლილიესტრანდი, პირდაპირ აცხადებს, რომ კულტურული და შემოქმედებითი სფეროები ქვეყანაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც ძირითადი ინდუსტრია. ამ ხმამაღალი განაცხადით შემოქმედებითი ინდუსტრია ტრადიციულ ეკონომიკურ სფეროებს უტოლდება. როგორია შვედეთის სტრატეგია: 1. ფინანსები გადამწყვეტი ფაქტორია: შვედეთის სტრატეგია ითვალისწინებს დიდი

  • 7 ივლისი 2024

    არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიამ“ (DemLab) შემოქმედებითი სტუდია „ანიმატორის“ ილუსტრატორებთან ერთად, რიკი და მორტის ციფრულ პოსტერებზე იმუშავა. პოსტერები ანიმაციის შემქმნელი კომპანიის,  Adult Swim UK & Europe-ის სოციალურ პლატფორმებზე განთავსდა. პოსტერებზე ილუსტრატორებმა, ანა მარკოზაშვილმა, ნიკოლოზ გურიელიძემ, მაშო სამადაშვილმა და ქეთი მსხილაძემ იმუშავეს. მათ ოთხი სხვადასხვა კამპანიის ფარგლებში ჯამში 20 პოსტერი შექმნეს. პოსტერები ევროპის მასშტაბით Adult Swim-ისა და Warner Brothers-ის სოციალურ პლატფორმებზე განთავსდა. „Adult Swim-ის წარმომადგენლებს ერთ-ერთ ფესტივალზე შევხვდით, სადაც ჩვენი ანიმაციური სერიალი

  • 4 ივლისი 2024

    უკვე რამდენიმე წელია სმარტფონები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რის გამოც გავრცელებულია მოსაზრება, რომ ისინი ამცირებენ შემოქმედებით და ანალიტიკურ აზროვნებას. თუმცა,  ულმის უნივერსიტეტის ახალი კვლევა ეჭვქვეშ აყენებს ამ იდეას და კავშირს სმარტფონის გამოყენებასა და კრეატიულობას შორის გაცილებით უფრო ნიუანსურს ხდის. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა მონაწილემ.  შეფასდა მათი სმარტფონების და სოციალური მედიის გამოყენების სიხშირე და შემოქმედებითი თვითეფექტურობა. შემოქმედებითი პოტენციალის ობიექტურად გასაზომად, მკვლევრებმა დივერგენციული აზროვნების (DT) დავალებები გამოიყენეს, რაც პრობლემის  უნიკალური გადაწყვეტის

  • 29 ივნისი 2024

    ტოკიოს ხელოვნებისა და სივრცის ცენტრმა (TOKAS) კრეატორებისთვის რეზიდენციის პროგრამა გამოაცხადა. საერთაშორისო პროგრამა შემოქმედებს ვიზუალური ხელოვნების, კინოს, დიზაინისა და არქიტექტურის სფეროებიდან იწვევს. პროგრამა, რომლის მთავარი თემაა “ტექნოლოგია და კაცობრიობის მომავალი” 2025 წლის მაისში დაიწყება. შერჩეულ კონკურსანტებს სრულად დაუფინისდებათ ყველა ხარჯი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული https://shorturl.at/sXuJH

  • 27 ივნისი 2024

    როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებით ინდუსტრიებს და როგორ მივიღოთ მეტი Gen AI-სგან - აღნიშნულ თემებზე შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) წევრებისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) სემინარი ჩაატარა. სემინარი KLab-ბში გაიმართა. GAIA-ს წარმომადგენლებმა, ანა ჩხეიძემ და ნიკა ჭონიშვილმა ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებზე და მისგან მეტი სარგებლის მიღების ხერხებზე ისაუბრეს. „შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის ერთ-ერთ მიზანს ჩვენი წევრების მხარდაჭერა და გაძლიერება წარმოადგენს. ხელოვნური ინტელექტი და მისი ჩართულობა შემოქმედებით ინდუსტრიებში, ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე

  • 27 ივნისი 2024

    შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია (ACI) საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან (GAIA) თანამშრომლობით წარმოგიდგებთ სემინარს თემებზე: 🔹როგორც ცვლის ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებით ინდუსტრიებს 🔹კრეატიული prompt-ის შედგენა - როგორ მივიღოთ მეტი Gen AI-სგან სემინარს წარუძღვებიან 📌ანა ჩხეიძე - პარტნიორებთან ურთიერთობის ოფიცერი, GAIA | პროექტის მენეჯერი, Watergunz 📌ნიკა ჭონიშვილი - მონაცემთა მეცნიერი, საქართველოს ბანკი მონწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@aci.ge 24 ივნისამდე.

  • 20 ივნისი 2024

    შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია (ACI) საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან (GAIA) თანამშრომლობით წარმოგიდგებთ სემინარს თემებზე: 🔹როგორც ცვლის ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებით ინდუსტრიებს 🔹კრეატიული prompt-ის შედგენა - როგორ მივიღოთ მეტი Gen AI-სგან სემინარს წარუძღვებიან 📌ანა ჩხეიძე - პარტნიორებთან ურთიერთობის ოფიცერი, GAIA | პროექტის მენეჯერი, Watergunz 📌ნიკა ჭონიშვილი - მონაცემთა მეცნიერი, საქართველოს ბანკი მონწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@aci.ge 24 ივნისამდე.

  • 12 ივნისი 2024

    რეგიონში უდიდესი WEB3 კონფერენცია DEGAMEFI-ს ფარგლებში, 16 ივნისს, 14:00 საათზე, შემოქმედებითი ინდუსტიების ასოციაცია (ACI) წარმოგიდგენთ ვორქშოფს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემაზე. ვორქშოფს ჩაატარებს იურისტი და სამართლის დოქტორი, გვანცა გუგეშაშვილი. გვანცა Blockchain-ისა და სათამაშო ინდუსტრიების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების ძირითადი ასპექტების შესახებ ისაუბრებს; პრეზენტაციის განმავლობაში მიმოიხილავს საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნის და პატენტის დაცვის საკითხებს სათამაშო ინდუსტრიის სფეროში; განიხილავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბლოკჩეინის ტექნოლოგიები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით. გვანცა გუგეშაშვილი 10 წელზე მეტია თბილისის

  • 10 ივნისი 2024

    რეგიონში უდიდესი WEB3 კონფერენცია DeGameFi, 2024 წელს მესამე წლიური ღონისძიებით ბრუნდება! 15 და 16 ივნისს პულმან აქსის თაუერსში შემოუერთდით 1000+ დამსწრეს, შეხვდით წარმომადგენლებს ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა TMastercard, Tether, The SandBox, Cointelegraph, VNTR Capital და სხვები. კონფერენციის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, მოუსმინონ ტოპ სოლო სპიკერებს და გაეცნონ სხვადასხვა პროექტებს საგამოფენო სივრცეში. Degamefi არის ბლოკჩეინის შესახებ მთავარი ღონისძიება კავკასიის რეგიონში. წლევანდელი კონფერენცია არის ადგილი, სადაც უნდა იყოთ თუ ხართ დაინტერესებული

  • 6 ივნისი 2024

    თანამედროვე სამეცნიერო კვლევების ერთ-ერთ მთავარ საკვლევ საკითხს ადამიანის და ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს. აღნიშნული კვლევების მთავარი ასპექტი კრეატიულობაა. ადამიანის ინტელექტი: ბუნებრივი პარადიგმა ადამიანის ინტელექტი წარმოიქმნება ტვინში არსებული ნეირონებისა და სინაფსების რთული ქსელიდან, მილიონ წლიანი ევოლუციიის შედეგად. ის მოიცავს კოგნიტური ფუნქციების ფართო სპექტრს, მათ შორის დასწავლას, მეხსიერებას, პრობლემის გადაჭრასა და ემოციურ გაგებას. ადამიანის ტვინი, დაახლოებით 86 მილიარდი ნეირონით და ათასობით ნეირონული კავშირით, წარმოადგენს ბიოლოგიური ინტელექტის მწვერვალს, რომელიც აბსტრაქტული მსჯელობის, კრეატიულობის, თვითშეგნებისა და

  • 7 მაისი 2024

    PhMuseum თანამედროვე ფოტოგრაფიის მხარდამჭერი პლატფორმაა, რომელიც 2012 წელს დაარსდა და მიზნად თანამედროვე ფოტოგრაფების აღმოჩენას და მათ ხელშეწყობას ისახავს. PhMuseum მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, რათა ფოტოგრაფებს დაეხმაროს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებასა და თავიანთი ნამუშევრების წარმოჩენაში. ათწლეულზე მეტია, რაც პლატფორმა ასობით ფოტოგრაფს გადასცემს ფულად დახმარებას და ხელს უწყობს მონაწილეობა მიიღონ ისეთ ფესტივალებში, როგორიცაა: PhEST, Getxophoto, Organ Vida, Cortona OTM, Lagos Photo, Verzasca Foto, JIPFest. 2021 წლიდან PhMuseum-ის ორგანიზებით,

  • 30 აპრილი 2024

    დღევანდელ მსოფლიოში კრეატიულობა, ტექნოლოგია და კულტურა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. იქმნება კრეატიული ჰაბები, როგორც ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის მძლავრი მამოძრავებელი ძალა. აღნიშნული ჰაბები არ არის მხოლოდ სივრცეები ინოვაციებისთვის; ისინი გლობალური ეკონომიკის არსებითი კომპონენტებია, რომლებიც იქმნება საგადასახადო შეღავათების, სახელმწიფო მხარდაჭერისა და კერძო ინვესტიციების კომბინაციით. გალფის ამბიცია და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საზოგადოების ფოკუსი გალფის ქვეყნები კრეატიულ ჰაბებში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. ერთ-ერთი მაგალითია Al Quoz დუბაიში, სადაც აქტიურად მუშაობენ, რომ შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის და ინოვატორებისთვის

  • 26 აპრილი 2024

    შემოქმედებითი ინდუსტრიების სფერო სავსეა გამოწვევებით - დღეს კრეატიული კომპანიები და სპეციალისტები საქართველოში უამრავ პრობლემას უმკლავდებიან. შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) ერთ-ერთი მიზანი კი სწორედ ამ გამოწვევების კვლევა და შესაბამის ინდუსტრიებთან შედეგების გაზიარებაა, რათა პრობლემათა დაძლევის გზები მოიძებნოს. სწორედ ამიტომ, ACI კრეატიული კომპანიებისა და სპეციალისტების საჭიროებების კვლევას ატარებს, რომელში მონაწილეობის მიღებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSctAgWg4mkazULZcgOKI4QI17gjg0lVk420J_1zRJGh4ZztOA/viewform

  • 19 აპრილი 2024

    კომპანია ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი, ლევან ლეფსვერიძე კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალის ჟიურიში მიიწვიეს. ლევანი მონაწილეებს PR-ის კატეგორიაში შეაფასებს. აღნიშნული ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და როგორც თავად ლევანი ამბობს, ჟიურიში მოხვედრას არ მოელოდა, ეს მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო. „კანის ლომების მთავარი ფესტივალის ჟიურიში მოხვედრა საკმაოდ კომპლექსური საკითხია. აქვთ უდიდესი ბაზა და რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ირჩევენ ჟიურის წევრებს. პირველ რიგში, ყურადღებას აქცევენ რომელ ქვეყანას რამდენი ლომი აქვს მოგებული

  • 15 აპრილი 2024

    შანელის კულტურის ფონდმა, Chanel Next Prize -ის ყოველწლიური დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინა. დაჯილდოება თანამედროვე კულტურაში მოღვაწე ადამიანთა მხარდაჭერასა და მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. წელს, 10 გამარჯვებულს შორის ქართველი ხელოვანი  თოლია ასტახიშვილი მოხვდა. თოლია ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს და უმეტესად ინსტალაციაზე მუშაობს. მან შანელისგან ჯილდოდ 100 000 ევრო მიიღო, რაც შესაძლებლობას მისცემს, ყველაზე ამბიციური შემოქმედებითი იდეები და პროექტები განახორციელოს. თოლია თავდაპირველად ხატვითა და ფერწერით იყო დაკავებული, თუმცა დროსთან ერთად მისი სამოქმედო არეალი გაფართოვდა

  • 1 აპრილი 2024

    ქართველმა ანიმატორებმა რატი დაბრუნდაშვილმა და ნასტასია ნიკიტინამ, Pink Floyd-ის ლეგენდარული ალბომის The Dark Side of the Moon, 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონკურსში გაიმარჯვეს. კონკურსი, Pink Floyd-ის კლასიკური მუსიკისა და სრულიად ახალი ვიზუალური კონცეფციების შერწყმის გზით, ალბომის სიმღერებისთვის მუსიკალური კლიპების შექმნას ისახავდა მიზნად. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ Pink Floyd-ის დრამერი ნიკ მეისონი, კრეატიული დირექტორი ობრი 'პო' პაუელი და ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი (BFI). ორიგნალური სიუჟეტისა და სიმღერის არსის საოცარმა შერწყმამ, ქართველ არტისტებს საერთაშორისო

  • 25 მარტი 2024

    ეპოქაში, სადაც ციფრული გარემო მუდმივად იცვლება, სოციალური მედიის მომავალი ინოვაციებისა და რეგულირების გზაჯვარედინზე დგას. მილიარდობით გლობალურ მომხმარებელთან ერთად, სოციალური პლატფორმების გავლენა უბრალო კავშირს სცდება. ის აყალიბებს პოლიტიკას, კულტურას და გავლენას ახდენს კომერციაზე. ჩნდება რამდენიმე ძირითადი ტენდენცია და გამოწვევა, რაც, დიდი ალბათობით, სამომავლოდ სოციალური მედიის ეკოსისტემას ხელახლა განსაზღვრავს. AI-სა და მანქანური სწავლების აღმასვლა ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ინტეგრაცია სოციალურ მედია პლატფორმებში, არა უბრალოდ ტენდენცია, არამედ რევოლუციაა. ხელოვნური ინტელექტის როლი, პერსონალური

  • 14 მარტი 2024

    “მთავარია, შემოქმედ ადამიანებს განვითარებისთვის ხელშეწყობა ჰქონდეთ. ჩემი მიზანია, არასდროს გავჩერდე, არასდროს შევწყვიტო განვითარება.” პირველი შეხება ხელოვნებასთან და იმპულსი, რამაც მუსიკასთან დაგაკავშირა ჩვენს სახლში მუსიკა სულ ჟღერდა . ჩემი საუკეთესო მეგობარი და ძიძა ფორტეპიანო იყო, იყო ასეთი რადიო ჟურნალისტი ილია კევლიშვილი, რომელმაც გარისკა და პირველმა გაუშვა რადიოში The Beatles-ის სიმღერა I want to hold your hand. ამ დროს, თურმე, სამი წლის ბავშვს მიმიდია რადიო ყურზე და ავტირებულვარ. მაშინ მიხვდა დედაჩემი,

  • 5 მარტი 2024

    საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტურული  პლატფორმა Architizer, საქართველოში ბაზირებულ საუკეთესო არქიტექტურულ კომპანიებზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოში მოქმედი არქიტექტურული კომპანიების სამოქმედო არეალი მრავალფეროვანია და  მოიცავს, როგორც კავკასიის ისტორიულ ლანდშაფტებს, ისე თბილისის თანამედროვე ურბანულ გარემოს. სტატიაში აღნიშნავენ, რომ ქართული არქიტექტურული სცენა კულტურული მემკვდრეობისა და ინოვაციების მდიდარი ნაზავით გამოირჩევა, რაც განპირობებულია ქვეყნის უნიკალური მდებარეობით. Architizer-მა დაასახელა ის კომპანიები, რომელთა პროექტებიც შექმნილია ინოვაციური მიდგომებით, ქართული იდენტობისა და კულტურის გათვალისწინებით.  ამ კომპანიების რეიტინგი ეფუძნება მათი

  • 1 მარტი 2024

    საკუთარი შემოქმედების გამოხატვის მიზნით, არტისტები მუდმივად ეძებენ ახალ საშუალებებსა თუ ტექნიკებს, რაც ხელოვნების სამყაროს მუდმივ განვითარებას განაპირობებს. ერთ-ერთი მიმდინარე ტრენდი, რომელიც შემოქმედებით ლანდშაფტს აყალიბებს, ქუჩის მხატვრობისა და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული შემოქმედების შერწყმაა. ეს ინოვაციური ნაზავი, ქუჩის ხელოვნების ექსპრესიულ ბუნებასა და ხელოვნური ინტელექტის კრეატიულობას აერთიანებს, ქმნის ხელოვნების უნიკალურ და ამაღელვებელ ფორმას, რომელიც უპირისპირდება ტრადიციულ საზღვრებს და შემოქმედებითი ექსპრესიის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.   კოლაბორაციული შემოქმედება Street Art -ისა და ხელოვნური ინტელექტის  გაერთიანება,

  • 25 თებერვალი 2024

    ხელოვნური ინტელექტის განვითარების ახალ საფეხურზე შესაძლებელია ტექსტზე დაფუძნებული ვიდეოების შექმნა - ნებისმიერი შინაარსის ტექსტს გავუზიარებთ AI-ს და ის შექმნის მის ვიზუალურ გამოსახულებას. ხელოვნური ინტელექტის ტექსტზე დაფუძნებული ვიდეოების განვითარების ტემპი დღესდღეობით დემოკრატიზაციის გზაზეა და სიტყვების ვიზუალად გარდაქმნით ფილმების შექმნაშიც რევოლუციას ახდენს. ისეთი ტიტანები, როგორიცაა Google და Open AI, ერთმანეთს ეპაექრებიან, თუ ვინ იქნება ლიდერი ვიდეოების გენერირებისა და მათზე წვდომის ცვლილების საკითხებში. კონცეფციის ეკრანზე გადატანა სულ რამდენიმე წამში წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ სამყაროში,

  • 12 თებერვალი 2024

    სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციისა და კულტურული განვითარების ეპოქაში, კრეატიული ჰაბები თანამშრომლობისა და ინოვაციის მნიშვნელოვან ეპიცენტრად რჩება. ეს არ არის მხოლოდ სამუშაო სივრცე, არამედ პლატფორმა, სადაც შემოქმედებითი ადამიანები ხვდებიან ტექნოლოგებსა და მეწარმეებს. ჰაბი ცოცხალ ეკოსისტემას წარმოადგენს, რომელიც ვითარდება კრეატიულობისა და ინოვაციების, უნარებისა და იდეების შერწყმით. თითოეული ჰაბი უნიკალურია, შერწყმულია საზოგადოებასთან. საქართველო გამორჩეულია თავისი კულტურულად მდიდარი ისტორიით და კრეატიული ჰაბების ტრანსფორმაციული განვითარების თავისებურებით. მაგალითად, ფაბრიკა თბილისში საბჭოთა კავშირის დროს სამკერვალო ქარხანა იყო, ახლა

  • 30 იანვარი 2024

    კვირას, 29 იანვარს ილონ მასკის კომპანია Neurolink-მა ადამიანის ტვინში პირველი ჩიპი ჩანერგა. პირველადი შედეგების მიხედვით ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და პაციენტი თავს კარგად გრძნობს. აღნიშნული მიზნად ისახავს ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებას. ჩიპი ტვინის იმ ნაწილში იდგმება, რომელიც სხეულის მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. კომპანიის თქმით, მათი მიზანია ადამიანებმა, რომლებსაც სხვადასხვა ნევროლოგიური პრობლემები და შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, კომპიუტერის კურსორის ან კლავიატურის კონტროლი გონების ძალით შეძლონ. როგორც ილონ მასკი იუწყება, Neuralink-ის პირველ პროდუქტს Telepathy

  • 26 იანვარი 2024

    1984 წლის 24 იანვარს სტივ ჯობსმა საზოგადოებას Apple-ის პირველი პერსონალური კომპიუტერი წარუდგინა. დღევანდელი სტანდარტებით, მაკინტოშის პატარა ეკრანი, ფორმა და მარტივი გრაფიკა სასაცილოდ გამოიყურება, თუმცა იმ დროს, ეს დიდი ცვლილებების დასაწყისი იყო. მოწყობილობა არ ყოფილა პირველი პერსონალური კომპიუტერი, თუმცა იყო პირველი კომპიუტერი, რომელმაც შეცვალა სამყარო. დღესდღეობით პირველ მაკინტოშს Mac 128K-ს სახელით მოიხსენიებენ, რადგან მას 128 კილობაიტი მეხსიერება ჰქონდა. Apple-მა აღნიშნული მოდელის გამოშვება 1985 წელს, ხოლო მისი პროგრამული განახლება 1998 წელს შეწყვიტა.

  • 12 იანვარი 2024

    ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ChatGPT-ს წინააღმდეგ The New York Times-ისა და სხვადასხვა ავტორის არაერთი საჩივარია შესული. საჩივრები საავტორო უფლებებით დაცული სამუშაოს გამოყენებას ეხება. მაგრამ არღვევენ კი OpenAI-ისა (ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია) და მისი ბიზნეს პარტნიორი Microsoft-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები საავტორო უფლებების და სამართლიანი კონკურენციის კანონებს? საავტორო უფლებების ადვოკატის, აშიმა აგარვალის თქმით, ძნელია ამ სიტუაციაში ოპტიმიზმის შენარჩუნება, რადგან მწერლებსა და მედიასაშუალებებს სასამართლოში ამ საქმის მოსაგებად წინ რთული ბრძოლა ელით. ერთი სარჩელი

  • 29 დეკემბერი 2023

    უკრაინაში ელექტრონული ბინადრობის ელექტრონული პროგრამის ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. ბეტა ტესტი, სახელწოდებით uResidency, საშუალებას აძლევს სხვა ქვეყნების მოქალაქეებს დარეგისტრირდნენ, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებად (FOP) უკრაინაში, ასევე აწარმოონ ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, გადასახადები კი უკრაინის ბიუჯეტში გადაიხადონ. დაინტერესებულ პირებს, პროგრამაში შეუძლიათ შეავსონ ბინადრობის სტატუსი, გახსნან საბანკო ანგარიში და გადაიხადონ გადასახადები. ფედოროვის თქმით, ელექტრონულ რეზიდენტებს ექნებათ მობაილ ბანკინგი და ისარგებლებენ დაბალი 5%-იანი საგადასახადო განაკვეთით, აღრიცხვისა და ანგარიშების

  • 23 დეკემბერი 2023

    სერგი გვარჯალაძე, შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის პრეზიდენტი და ზაქარია ზალიკაშვილი, შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.  

  • 21 დეკემბერი 2023

    ჩვენი ქვეყნის ისტორია სავსეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური მიღწევებით, სწრაფად განვითარებადი გლობალური ლანდშაფტის კვალდაკვალ კი ის მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას - ქართველი ერის მონაწილეობა კულტურული, კრეატიული და ინოვაციური პროდუქტების გლობალურ ბაზარზე მოკრძალებულია, დაჩრდილულია უცხოური კომპანიების დომინირებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც საქართველოს პატივს სცემენ როგორც ინოვაციებისა და შემოქმედების კერას, რომელიც იყენებს თავის ინტელექტუალურ საკუთრებას ეკონომიკური ზრდის, კულტურული განვითარებისა და გლობალური ინტეგრაციის გასაძლიერებლად. ამიტომაც ვწერთ მანიფესტს, რომელიც ეხმაურება ამ გამოწვევებს და

  • 14 დეკემბერი 2023

    ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კანონით რეგულირებასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ევროპარლამენტი კანონპროექტს მომავალი წლის დასაწყისში უყრის კენჭს, თუმცა ნებისმიერი კანონი ძალაში 2025 წლიდან შევა. პარალელურად, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ უკვე დაიწყეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით გაიდლაინების შემუშავება. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების მიღებასა და სამართალდამცავი ორგანოების AI-სთან წვდომის შეზღუდვას. ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა კანონპროექტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ის დაადგენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მკაფიო

  • 8 დეკემბერი 2023

    შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) პრეზიდენტმა, სერგი გვარჯალაძემ და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაქარია ზალიკაშვილმა Euronews Georgia-ს ეთერში შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და ასოციაციის გეგმებზე ისაუბრეს.

  • 6 დეკემბერი 2023

    შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ზაქარია ზალიკაშვილი და ასოციაციის პრეზიდენტი და საინვესტიციო ფონდი Kettari Foundation-ის განვითარების დირექტორი, სერგი გვარჯალაძე BMG-ს დილის გადაცემას ესტუმრნენ. სტუმრებმა შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს Kettari-ს საგანმანათლებლო პროექტები და ისრაელის მხარდაჭერის კამპანია.

  • 4 დეკემბერი 2023

    თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში, საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, მოხსენება “გამომსახველობითი ენა და მისი საწყისები” გაიმართა. პირველ შეხვედრას - ”მოძრავი სურათები - კინეტიკური ენის დაბადება”, - ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე გაუძღვა. “დღეს ვისაუბრეთ იმაზე, თუ  სანამ მეტყველება გაჩნდებოდა, როგორ გამოსახავდა ადამიანი თავის ემოციებს, შთაბეჭდილებებს, განცდებს..  უფრო მეტად იმ თეორიებს გავყევით, რომლებიც მეტყველებამდე ჩნდება, და რომელიც ხელოვნების ენაა.  მეოცე საუკუნიდან მოყოლებული არის ამ ენის ძიება”. - გიორგი მაისურაძე საგანმანათლებლო ლექციების სერიები თბილისის

  • 4 დეკემბერი 2023

    თბილისის 24-ე საერთშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულები 2 დეკემბერს გამოვლინდნენ.  მთავარი ჯილდო, “ოქროს პრომეთე” რეჟისორ, ზაზა ხალვაშის ფილმს, “ლოტო” გადაეცა, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის; ხოლო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში, მარიამ ბიწაძის ფილმმა, “სუფრა” გაიმარჯვა.  დოკუმენტური ფილმების ნომინაციებში “პრომეთე” ერგო რეჟისორ, გიორგი ფარქოსაძეს, სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის, “რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს”; ხოლო  მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის -  რეჟისორ აკი მანუკის “იგი”. ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა: სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში – ელენე ნავერიანის ფილმმა “შაშვი შაშვი მაყვალი”.

  • 11 ნოემბერი 2023

    10 ნოემბერს გოეთეს ინსტიტუტში დოკუმენტური კინოს ასოციაციის ორგანიზებით შეხვედრა დანიის კინოცენტრის დირექტორთან, კლაუს ლადეგაარდთან გაიმართა. შეხვედრის თემა "კინოფონდის მართვა: მთავარი ამოცანა, მისია და ინდუსტრიული გამოწვევები" იყო. კლაუს ლადეგაარდმა აუდიტორიას გააცნო დანიის კინოცენტრის მხრიდან კინოს მხარდაჭერის სქემა, კინოცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ისაუბრა მის ვრცელ პროფესიულ გამოცდილებაზე კინოინდუსტრიაში. საუბრის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც  "ჰუბერტ ბალსის ფონდის" ხელმძღვანელი, თამარა ტატიშვილი უძღვებოდა. “ჩვენ გავაფართოვეთ კინოინდუსტრიის მიზნები. საჭიროა, რომ დანიაში იქმნებოდეს ფილმები, რომლებსაც კულტურაზე აქვს