როგორ მოვიპოვოთ ინვესტიციები სტარტაპებისთვის – ACI-ს სემინარი წევრებისთვის

10 ოქტომბერი 2024

ინვესტიციები სტარტაპებისთვის და არა მხოლოდ… – აღნიშნულ თემაზე შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI ) წევრებისა და დაინტერესებული პირებისთვის სემინარი ჩატარდა. სემინარს საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია „ინვესტოს“ დამფუძნებელი და საერთაშორისო აქსელერატორი Faster Capital-ის მენტორი, დავით ჩიხლაძე უძღვებოდა. ღონისძიება KLab-ში გაიმართა.

სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება სტარტაპისთვის საჭირო ინვესტორის დამოუკიდებლად განსაზღვრა, როგორ იქმნება ფინანსური მოდელი სტარტაპებისთვის, როგორ ფასდება სტარტაპის საინვესტიციო ღირებულება და როგორ მზადდება ინვესტორებთან წარსადგენი Term Sheet-ი.

ACI-ს მიერ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელება წევრების მხარდაჭერას და განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ეს რიგით მეორე სემინარია, რომელიც შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციამ წევრებისთვის ჩაატარა და სამომავლოდ კიდევ მრავალი მსგავსი ღონისძიება იგეგმება.