ილონ მასკის კომპანიამ პირველად ადამიანის ტვინში ნეიროჩიპი ჩანერგა
კვირას, 29 იანვარს ილონ მასკის კომპანია Neurolink-მა ადამიანის ტვინში პირველი ჩიპი ჩანერგა. პირველადი შედეგების მიხედვით ოპერაცია წარმატებით განხორციელდა და პაციენტი თავს კარგად გრძნობს. აღნიშნული მიზნად ისახავს ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებას. ჩიპი ტვინის იმ ნაწილში იდგმება, რომელიც სხეულის მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. კომპანიის თქმით, მათი მიზანია ადამიანებმა, რომლებსაც სხვადასხვა ნევროლოგიური პრობლემები და შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, კომპიუტერის კურსორის ან კლავიატურის კონტროლი გონების ძალით შეძლონ.
როგორც ილონ მასკი იუწყება, Neuralink-ის პირველ პროდუქტს Telepathy ჰქვია.
აღნიშნული კვლევის ჩატარების ნებართვა კომპანია Neurolink-მა აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამსახურისგან (FDA) გასულ წელს მიიღო. კვლევა დაახლოებით 6 წელს გაგრძელდება, ცდის პირები კი ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც კიდურებს ვერ ამოძრავებენ.
წყარო: Reuters