ACI კრეატიული კომპანიებისა და სპეციალისტების საჭიროებების კვლევას ატარებს

26 აპრილი 2024

შემოქმედებითი ინდუსტრიების სფერო სავსეა გამოწვევებით – დღეს კრეატიული კომპანიები და სპეციალისტები საქართველოში უამრავ პრობლემას უმკლავდებიან. შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) ერთ-ერთი მიზანი კი სწორედ ამ გამოწვევების კვლევა და შესაბამის ინდუსტრიებთან შედეგების გაზიარებაა, რათა პრობლემათა დაძლევის გზები მოიძებნოს.

სწორედ ამიტომ, ACI კრეატიული კომპანიებისა და სპეციალისტების საჭიროებების კვლევას ატარებს, რომელში მონაწილეობის მიღებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSctAgWg4mkazULZcgOKI4QI17gjg0lVk420J_1zRJGh4ZztOA/viewform