ACI კრეატიული ეკონომიკის რიგით მე-4 მსოფლიო კონფერენციას დაესწრო

8 ოქტომბერი 2024

შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციამ (ACI) კრეატიული ეკონომიკის რიგით მე-4 მსოფლიო კონფერენციაში (WCCE 2024) მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ტაშკენტში, უზბეკეთში გაიმართა.

წელს ღონისძიების მთავარი თემა „ინკლუზიური კრეატიულობა: შეცვლილი რეალობა“ იყო. მომხსენებლებმა მიმოიხილეს, თუ რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება გლობალურ შემოქმედებით ეკონომიკაზე.

ძირითადი აქცენტები დაისვა თემებზე:

• როგორ იცვლება კრეატიული განათლებისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში;
• როგორ შეუძლია კრეატიულობას ხელი შეუწყოს მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას.

ღონისძიების ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა კონტაქტები დაგვემყარებინა გლობალური ინდუსტრიის ლიდერებთან, პოლიტიკის შემქმნელებთან და ინოვატორებთან კრეატიულ სექტორში.

მოხარულები ვართ, რომ კრეატიული ეკონომიკის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობით შესაძლებლობა მოგვეცა, რომ გლობალური ხედვები ქრთულ რეალობას მოვარგოთ და ხელი შევუწყოთ ჩვენი შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას.

https://www.facebook.com/aciofgeorgia/videos/8366719283393908