სილვესტერ სტალონეს ახალ ფილმში მუსიკოს ზაზა ხუციშვილის სიმღერა აჟღერდება
სულ მალე მაყურებელი მძაფრსიუჟეტიან ფილმს „ალარუმ“-ს იხილავს, რომლის ერთ-ერთი საუნდტრეკიც ქართველ მუსიკოსს და შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის წევრს, ზაზა ხუციშვილს ეკუთვნის. „უღრუბლო ცას“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ფილმში აჟღერდება.
ფილმში მთავარ როლებს სილვესტერ სტალონე, სკოტ ისტვუდი და უილა ფიცჯერალდი ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰოლივუდის ასეთ მასშტაბურ პროექტში, ქართული სიმღერა გაჟღერდება.