ხმის დიზაინის სერვისების კომპანია “უზუპომ” ფოლის ხელოვნების შესახებ დოკუმენტური ფილმი შექმნა
შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) წევრმა, ხმის დიზაინის სერვისების კომპანია “უზუპომ” ფოლის ხელოვნების სამყაროს შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი წარმოადგინა. ფილმი წარმოაჩენს ფოლის მნიშვნელოვან როლს შემოქმედებით ინდუსტრიებში და აჩვენებს, თუ როგორ იყენებს “უზუპო” ხმას ფილმების, ანიმაციების, რეკლამების, სატელევიზიო სერიალების და სხვა პროექტების გასაუმჯობესებლად. დოკუმენტურ ფილმში გაიცნობთ კომპანიის ხმის არტისტებს, ძალიან ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც ხშირად კულისებს მიღმა რჩებიან.
“უზუპოს” გუნდმა ბოლო 1 წლის მანძილზე ათამდე ფილმისა თუ ანიმაციის ხმაზე იმუშავა. მათ შორისაა პროექტები, რომლებმაც საერთაშორისო კინოფესტივალებზე წარმატებას მიაღწიეს. “უზუპოს” პორტფოლიო ასევე მოიცავს რეკლამებს. სტუდიას რამდენიმე ბრენდისთვის სარეკლამო კონტენტის ხმის დიზაინიც აქვს შექმნილი. ამას გარდა, სტუდიის სერვისები მოიცავს ხმის დიზაინს, დიალოგის მონტაჟს, ვოისოვერ & ADR ჩაწერას და მიქსინგს, მუსიკის კომპოზიციას და მუსიკის რედაქტირებას.