როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებით ინდუსტრიებს – სემინარი ACI-ს წევრებისთვის
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებით ინდუსტრიებს და როგორ მივიღოთ მეტი Gen AI-სგან – აღნიშნულ თემებზე შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) წევრებისთვის საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) სემინარი ჩაატარა. სემინარი KLab-ბში გაიმართა. GAIA-ს წარმომადგენლებმა, ანა ჩხეიძემ და ნიკა ჭონიშვილმა ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებზე და მისგან მეტი სარგებლის მიღების ხერხებზე ისაუბრეს.
„შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის ერთ-ერთ მიზანს ჩვენი წევრების მხარდაჭერა და გაძლიერება წარმოადგენს. ხელოვნური ინტელექტი და მისი ჩართულობა შემოქმედებით ინდუსტრიებში, ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, სწორედ ამიტომ დავგეგემეთ აღნიშნული სემინარი. ვფიქრობ, GAIA-ს წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ჩვენს წევრებს AI-ს გამოწვევებთან დაკავშირებით“ – აღნიშნა შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის აღამასრულებელმა დირექტორმა, ზაქარია ზალიკაშვილმა.
შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის წევრებისთვის, მსგავსი საგანამანთლებლო ღონისძიებები მომავალშიც დაიგეგმება.