შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია სპეციალურად WEB3 კონფერენციისთვის
რეგიონში უდიდესი WEB3 კონფერენცია DEGAMEFI-ს ფარგლებში, 16 ივნისს, 14:00 საათზე, შემოქმედებითი ინდუსტიების ასოციაცია (ACI) წარმოგიდგენთ ვორქშოფს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემაზე.
ვორქშოფს ჩაატარებს იურისტი და სამართლის დოქტორი, გვანცა გუგეშაშვილი. გვანცა Blockchain-ისა და სათამაშო ინდუსტრიების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების ძირითადი ასპექტების შესახებ ისაუბრებს; პრეზენტაციის განმავლობაში მიმოიხილავს საავტორო უფლებების, სასაქონლო ნიშნის და პატენტის დაცვის საკითხებს სათამაშო ინდუსტრიის სფეროში; განიხილავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბლოკჩეინის ტექნოლოგიები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით.
გვანცა გუგეშაშვილი 10 წელზე მეტია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად მუშაობს. ასევე, წლებია ჩართულია პროექტებში, რომლებიც საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად.
WEB3 კონფერენცია DeGameFi 15 და 16 ივნისს პულმან აქსის თაუერსში ჩატარდება.
🎟️ ბილეთები: https://tkt.ge/en/event/405901/web3-conference
შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) წევრებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
პრომო კოდია PARTNER20
🔗 ეწვიეთ ვებსაიტს მეტი ინფორმაციისთვის: https://degamefi.io/