40 წლის წინ Apple-მა პირველი მაკინტოში (Mac) გამოუშვა
1984 წლის 24 იანვარს სტივ ჯობსმა საზოგადოებას Apple-ის პირველი პერსონალური კომპიუტერი წარუდგინა. დღევანდელი სტანდარტებით, მაკინტოშის პატარა ეკრანი, ფორმა და მარტივი გრაფიკა სასაცილოდ გამოიყურება, თუმცა იმ დროს, ეს დიდი ცვლილებების დასაწყისი იყო. მოწყობილობა არ ყოფილა პირველი პერსონალური კომპიუტერი, თუმცა იყო პირველი კომპიუტერი, რომელმაც შეცვალა სამყარო.
დღესდღეობით პირველ მაკინტოშს Mac 128K-ს სახელით მოიხსენიებენ, რადგან მას 128 კილობაიტი მეხსიერება ჰქონდა. Apple-მა აღნიშნული მოდელის გამოშვება 1985 წელს, ხოლო მისი პროგრამული განახლება 1998 წელს შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ მას მწირი მეხსიერება და მარტივი გრაფიკული გამოსახულება აქვს და ინტერნეტსაც ვერ უკავშირდება, Mac 128K ბევრისთვის დღემდე საყვარელ კომპიუტერულ მოწყობილობად რჩება.
კომპიუტერის ისტორიის ცენტრის (კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო), ლიზა მაკგერტის თქმით, მათ ცენტრში არსებული Mac 128K, დღემდე მუშაობს. „გასაოცარია, რომ ის 40 წლისაა და კვლავ ფუნქციონირებს“ – ამბობს მაკგერტი.
მიუხედავად იმისა, რომ Mac 128K -ს ფუნქციური მოდელები დღემდეა შემორჩენილი, ის უკვე სამუზეუმო ექსპონატად მიიჩნევა.
წყარო – BBC News