შვედეთმა შემოქმედებითი ინდუსტრიების ახალი სტრატეგია შეიმუშავა. რა არის ჩვენთვის საინტერესო?

8 ივლისი 2024

ახლახან შვედეთის მთავრობამ მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიების სტრატეგია წარუდგინა.
2024-დან 2033 წლამდე მოქმედი ეს გეგმა, არა მხოლოდ შვედეთის კულტურულ ლანდშაფტს
ცვლის – ის გვთავაზობს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხედვას, რომლის შესწავლაც
საქართველოსთვისაც გონივრული იქნებოდა.

შვედეთის კულტურის მინისტრი, პარისა ლილიესტრანდი, პირდაპირ აცხადებს, რომ კულტურული
და შემოქმედებითი სფეროები ქვეყანაში უნდა აღიქმებოდეს, როგორც ძირითადი ინდუსტრია. ამ
ხმამაღალი განაცხადით შემოქმედებითი ინდუსტრია ტრადიციულ ეკონომიკურ სფეროებს
უტოლდება.

როგორია შვედეთის სტრატეგია:

1. ფინანსები გადამწყვეტი ფაქტორია: შვედეთის სტრატეგია ითვალისწინებს დიდი კაპიტალის
ინვესტიციას შემოქმედებით სექტორში, გრანტების, სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების
სახით.

2. განვითარება ან მარცხი: შვედები აორმაგებენ ძალისხმევას სამუშაო ძალის განვითარებაზე და
მიზნად ისახავენ კვალიფიციური შემოქმედებითი კადრების შექმნას.

3. საერთაშორისო სცენა, ადგილობრივი ტალანტი: შვედეთი არა მხოლოდ ლოკალ პროდუქციას
ქმნის – ის აექსპორტებს. შვედური გეგმა ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამშრომლობასა და
ბაზარზე წვდომას.

4. ტექნოლოგიებით მართული შემოქმედებითობა: უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი
შემოქმედებითი ჰაბები. ეს არის შვედეთის ხედვა.

5. დაცვა და განვითარება: იდეების ეკონომიკაში, ინტელექტუალური საკუთრება
ფასდაუდებელია. შვედეთი პრიორიტეტს ანიჭებს შემოქმედთა უფლებებს, რაც უზრუნველყოფს
შემოსავლის მიღებას საკუთარი ნამუშევრებიდან.

6. სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი სტატისტიკას უკავია, რომელმაც მომხმარებელს
დაწვრილებით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ, სწრაფი
ცვლილებების გასაანალიზებლად.

შვედური მოდელი გვთავაზობს გზამკვლევს, თუმცა მოგზაურობა საქართველოს გადასაწყვეტია.
სწორი სვლებით, საქართველოს შეუძლია აუტსაიდერის პოზიციიდან შემოქმედებით ძალად
ტრანსფორმირება, პროცესში კი თამაშის წესების გადაწერა.

იხილე და მხარი დაუჭირე ასოციაციის მიერ წარდგენილ მანიფესტს – https://shorturl.at/CtNHM

სტრატეგიის სრულ ვერსიას გაეცანით ბმულზე – https://shorturl.at/dBhRz