ქართველმა ილუსტრატორებმა Adult Swim UK & Europe -ისთვის რიკი და მორტის ციფრული პოსტერები შექმნეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიამ“ (DemLab) შემოქმედებითი სტუდია „ანიმატორის“ ილუსტრატორებთან ერთად, რიკი და მორტის ციფრულ პოსტერებზე იმუშავა. პოსტერები ანიმაციის შემქმნელი კომპანიის, Adult Swim UK & Europe-ის სოციალურ პლატფორმებზე განთავსდა.
პოსტერებზე ილუსტრატორებმა, ანა მარკოზაშვილმა, ნიკოლოზ გურიელიძემ, მაშო სამადაშვილმა და ქეთი მსხილაძემ იმუშავეს. მათ ოთხი სხვადასხვა კამპანიის ფარგლებში ჯამში 20 პოსტერი შექმნეს. პოსტერები ევროპის მასშტაბით Adult Swim-ისა და Warner Brothers-ის სოციალურ პლატფორმებზე განთავსდა.
„Adult Swim-ის წარმომადგენლებს ერთ-ერთ ფესტივალზე შევხვდით, სადაც ჩვენი ანიმაციური სერიალი „სხვა ლეველის ოდისეა“ გვქონდა წაღებული. ისინი ევროპის მასშტაბით ეძებდნენ ახალ სააგენტოს, რომელიც რიკი და მორტის ახალი სეზონისთვის ციფრულ ილუსტრაციებს შექმნიდა. როდესაც ჩვენ მეირ შექმნილი ანიმაციური სერიალი და სხვა პროდუქტები ვაჩვენეთ, თანამშრომლობა შემოგვთავაზეს“ – აღნიშნა DemLab-ის წარმომადგენელმა და პროდიუსერმა, ნინიკო ბოჯგუამ.
წარმატებული კოლაბორაციის შემდეგ Adult Swim-ისა DemLab-ის თანამშრომლობა გრძელდება და სულ მალე ისინი ახალ ციფრულ პროდუქტებს შემოგვთავაზებენ.
იხილეთ პოსტერები Adult Swim UK & Europe-ის ფეისბუქ გვერდზე 👉 https://shorturl.at/mUSOR