უკრაინაში ელექტრონული ბინადრობის პროგრამის ტესტირება დაიწყო

29 დეკემბერი 2023

უკრაინაში ელექტრონული ბინადრობის ელექტრონული პროგრამის ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.

ბეტა ტესტი, სახელწოდებით uResidency, საშუალებას აძლევს სხვა ქვეყნების მოქალაქეებს დარეგისტრირდნენ, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებად (FOP) უკრაინაში, ასევე აწარმოონ ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, გადასახადები კი უკრაინის ბიუჯეტში გადაიხადონ.

დაინტერესებულ პირებს, პროგრამაში შეუძლიათ შეავსონ ბინადრობის სტატუსი, გახსნან საბანკო ანგარიში და გადაიხადონ გადასახადები. ფედოროვის თქმით, ელექტრონულ რეზიდენტებს ექნებათ მობაილ ბანკინგი და ისარგებლებენ დაბალი 5%-იანი საგადასახადო განაკვეთით, აღრიცხვისა და ანგარიშების საჭიროების გარეშე.

პროგრამა გათვლილია მცირე ბიზნესის მფლობელებზე, ძირითადად აზიასა და ევროპიდან, განსაკუთრებით IT სპეციალისტებისა და შემოქმედებითი ეკონომიკის პროფესიონალებისთვის. სამინისტროს ცნობით, ბეტა ტესტირების შემდეგ, uResidency ხელმისაწვდომი იქნება ოთხი საპილოტე ქვეყნის მოქალაქეებისთვის – ინდოეთი, პაკისტანი, ტაილანდი და სლოვენია.

პროგრამაზე სამი წელია მუშაობენ და აღნიშნავენ, რომ ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა გვთავაზობს ელექტრონულ რეზიდენციას, მაგალითად ესტონეთი. გარდა ამისა, ისინი იმედოვნებენ, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს უკრაინის ეკონომიკის გამოცოცხლებას.

Წყარო: https://t.me/zedigital