პირველად საქართველოში მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარების ვორქშოფი გაიმართება

4 სექტემბერი 2024

საქანიმა – ანიმატორთა ასოციაცია საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარების X ვორქშოფზე, რომელიც თბილისში 26-30 ნოემბერს გაიმართება.

წელს პირველად, ქართველ ანიმტორებთან ერთად ვორქშოფში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმატორებსაც: უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 6 ოქტომბერი. ვორქშოფში მონაწილეობა უფასოა.

პროექტის პარტნიორები არიან LINOLEUM თანამედროვე ანიმაციის და მედიახელოვნების ფესტივალი უკრაინა, Sofia Animation LAB ბულგარეთი, Compote Collective ბულგარეთი, ANIMEST ბუქარესტის ანიმციური ფილმების ფესტივალი რუმინეთი, ANIM.IST სტამბოლის ანიმაციის პლატფორმა და ფესტივალი თურქეთი, ACI შემოქმედებითი ინდუსტრიის ასოციაცია საქართველო, NEF Animation საფრანგეთი და CEE Animation ფორუმი.

პროექტი ხორციელდება სტუდია კვალთან ერთად, საფრანგეთის საგარეო სამინისტროს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, თბილისის მერიის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ბაზრობის MIFA მხარდაჭერით.

საერთაშორისო ექსპერტების მიერ კონკურსის შედეგად 10 მოკლემეტრაჟანი ანიმაციური ფილმის პროექტი შეირჩევა. ფრანგი მენტორები კორინ დესტომბე და ოლივიე კატერინი 2024 წლის 26–30 ნოემბერს თბილისში ჩაატარებენ ვორქშოფს (სამუშაო ენა ინგლისური).

ვორქშოფის დასასრულს, ანესის ფესტივალის ბაზრობის MIFA-ს ექსპერტების მიერ შეირჩევა ვორქშოფის მონაწილეთა შორის 5 საუკეთესო პროექტი და ისინი მიიღებენ მონაწილეობას 2025 წლის MIFA–ს ფარგლებში Black Sea Partner Pitch ღონისძიებაში.

ქართველი გამარჯვებულის მგზავრობის ხარჯებს დაფარავს ეროვნული კინოცენტრი, ხოლო ანესის ფესტივალი აკრედიტაციით უზრუნველყოფს მას. ერთი პროექტი დაჯილდოვდება ფრანგული ორგანიზაცია NEF ერთთვიანი ანიმაციის რეზიდენციით Fontewraud სასახლეში 2025 წელს. კიდევ ერთი საუკეთესო პროექტი დაჯილდოვდება 2025 წელს CEE Animation ფორუმზე დასწრებით.

დეტალური ინფორმაცია საბუთების შემოტანასთან დაკავშირებით და განაცხადის პირობები გთხოვთ, იხილოთ მოცემულ ბმულზე https://rb.gy/iy6g25

პროექტები საქართველოდან, PDF ფაილი ინგლისურ ენაზე გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: saqanima@gmail.com