მეტრიკა – პირველი ქართული მოდის პროექტი მეტასამყაროში
20 ოქტომბერს, 14:00 საათზე აქსის თაუერსში გრანდიოზული საერთაშორისო მოდის ჩვენება „მეტრიკა“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი იხილავს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და სამკაულების 35 ბრენდის კოლექციას, როგორ საქართველოდან, ასევე ევროპის, აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.
ღონისძიების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ „მეტრიკა“ პირველი მოდის პროექტია საქართველოში, რომელმაც მეტასამყაროში შეაბიჯა. მეტავერსის მეშვეობით, ჩვენების ხილვა შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო მაყურებლისთვისაც.
წლევანდელი ღონისძიება აზიელ დიზაინერებს მიეძღვნება, რომლებიც წარმოადგენენ კოლექციებს, სადაც ტრადიციული სამოსი და კულტურული მემკვიდრეობა, ინოვაციებთან და თანამედროვე ხედვასთან იქნება შერწყმული. საერთაშორისო ბრენდებთან ერთად მაყურებლის წინაშე ქართველი დიზაინერებიც წარსდგებიან და უნიკალურ კოლექციებს გამოფენენ, რომლებიც ადგილობრივი მოდის ინდუსტრიის მდიდარ კულტურას და შემოქმედებით მიდგომებს წარმოაჩენს. „მეტრიკას“ სხვა ჩვენებებისგან განასხვავებს ისიც, რომ დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა ჩვენებაზე გამოტანილი ან საგამოფენო სივრცეში არსებული ნებისმიერი ნივთი ადგილზევე შეიძინოს.
ღონისძიებაზე დასწრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://shorturl.at/orBSk