თბილისის 24-ე საერთშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ

4 დეკემბერი 2023

თბილისის 24-ე საერთშორისო კინოფესტივალზე გამარჯვებულები 2 დეკემბერს გამოვლინდნენ. 

მთავარი ჯილდო, “ოქროს პრომეთე” რეჟისორ, ზაზა ხალვაშის ფილმს, “ლოტო” გადაეცა, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის; ხოლო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში, მარიამ ბიწაძის ფილმმა, “სუფრა” გაიმარჯვა. 

დოკუმენტური ფილმების ნომინაციებში “პრომეთე” ერგო რეჟისორ, გიორგი ფარქოსაძეს, სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის, “რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს”; ხოლო  მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის –  რეჟისორ აკი მანუკის “იგი”.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა:

  • სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში – ელენე ნავერიანის ფილმმა “შაშვი შაშვი მაყვალი”.
  • სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში – ლუკა ბერაძის ფილმმა “ღიმილიანი საქართველო”.
  • მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში – სალომე კინწურაშვილის ფილმმა “გაქცევა”.
  • მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში – გიორგი ფარქოსაძის ფილმმა “მე ძალიან ნიჭიერი ვარ დაკარგვაში”. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმისთვის რეჟისორს საქართველოს კინოინსტიტუტის ჯილდოც გადაეცა.

კინოფესტივალი 3 დეკემბერს ერთი წლით დაემშვიდობა მაყურებლებს, ფესტივალი ფინელი რეჟისორის, აკი კაურისმიაკის ფილმით, “ჩამოცვენილი ფოთლები” დაიხურა.