ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია

14 დეკემბერი 2023

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კანონით რეგულირებასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ევროპარლამენტი კანონპროექტს მომავალი წლის დასაწყისში უყრის კენჭს, თუმცა ნებისმიერი კანონი ძალაში 2025 წლიდან შევა. პარალელურად, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ უკვე დაიწყეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით გაიდლაინების შემუშავება.

საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების მიღებასა და სამართალდამცავი ორგანოების AI-სთან წვდომის შეზღუდვას.

ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა კანონპროექტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ის დაადგენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მკაფიო წესებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაენმა კი განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელი კანონი ხელს შეუწყობს ადამიანთა უფლებების დაცვას და მათ უსაფრთხოებას.

ხელოვნური ინტელექტის თვალსაჩინო მაგალითებია ChatGPT და DALL-E. აღნიშნული პროგრამები ინტერნეტში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენენ ახალი შინაარსის გენერირებას და მსურველებს აწვდიან ინფორმაციას ისე, თითქოს ის ადამიანის მიერ იყოს შექმნილი.

წყარო: BBC News