გამომსახველობითი ენა და მისი საწყისები: მოძრავი სურათები-კინეტიკური ენის დაბადება
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში, საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, მოხსენება “გამომსახველობითი ენა და მისი საწყისები” გაიმართა. პირველ შეხვედრას – ”მოძრავი სურათები – კინეტიკური ენის დაბადება”, – ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე გაუძღვა.
“დღეს ვისაუბრეთ იმაზე, თუ სანამ მეტყველება გაჩნდებოდა, როგორ გამოსახავდა ადამიანი თავის ემოციებს, შთაბეჭდილებებს, განცდებს.. უფრო მეტად იმ თეორიებს გავყევით, რომლებიც მეტყველებამდე ჩნდება, და რომელიც ხელოვნების ენაა. მეოცე საუკუნიდან მოყოლებული არის ამ ენის ძიება”. – გიორგი მაისურაძე
საგანმანათლებლო ლექციების სერიები თბილისის ფოტო ფესტივალის და მულტიმედია მუზეუმის ინიციატივით ტარდება. საჯარო ლექციების ფარგლებში კიდევ ერთი მოხსენება, “მეტყველი სურათები – ფიზიოგნომია” გაიმართება.