ACI-მ საქართველოს დიზაინერთა გაერთიანების წევრებთან შეხვედრა გამართა

17 მარტი 2025

შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) პრეზიდენტმა, ნინო შერაზადიშვილმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაქარია ზალიკაშვილმა საქართველოს დიზაინერთა გაერთიანების წევრებთან შეხვედრა გამართეს. ღონისძიებას, რომელიც “დიზაინ ლაბში” გაიმართა, დიზაინერთა გაერთიანების წევრი არქიტექტორ/დიზაინერები დაესწრნენ.

შეხვედრა დამსწრე აუდიტორიისთვის ACI-ს საქმიანობის გაცნობას და იმ შესაძლებლობების გაზიარებას ისახავდა მიზნად, რომელსაც შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია საკუთარი წევრებისთვის ქმნის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს.
“საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრა გვქონდა საქართველოს დიზაინერთა გაერთიანებასთან. ყურადღებით მოვუსმინეთ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თანამედროვე რელობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელმწიფო დონეზე უნდა განხორციელდეს, როგორც საკანონმდებლო, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებით. შედეგად, შემოქმედებით ინდუსტრიებში დასაქმებული ადამიანები საკუთარი იდეის სწორი რეალიზებით მეტ სარგებელს მიიღებენ” – აღნიშნა ACI-ს აღამსრულებელმა დირექტორმა, ზაქარია ზალიკაშვილმა.