შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

29 ნოემბერი 2024

2024 წლის 28 ნოემბერს შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) წევრთა ყოველწლიური საერთო კრება ჩატარდა. შეკრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ასოციაციის ახალი პრეზიდენტის არჩევა წარმოადგენდა. წევრებმა ერთხმად, ახალ პრეზიდენტად ნინო შერაზადიშვილი აირჩეს.

გარდა ამისა, ACI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაქარია ზალიკაშვილმა წევრებს 2023-2024 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია 2023 წელს შეიქმნა და მიზნად საქართველოს კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერასა და ეკოსისტემის ხელშეწყობას ისახავს. ასოციაცია მხარს უჭერს შემოქმედებით პროფესიონალებს და მიზნად ისახავს, გაზარდოს მათი ცნობადობა და გააძლიეროს ორგანიზაციების უფლებამოსილება