ანიმაციური პროექტის პრეზენტაციის ვორქშოფის “ანესი შავიზღვისპირა ქვეყნები” გამარჯვებულები ცნობილია
საერთაშორისო ჟიურიმ ანიმაციური პროექტის პრეზენტაციის ვორქშოფის “ანესი შავიზღვისპირა ქვეყნები” ხუთი გამარჯვებული გამოავლინა. ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი მონაწილე მარიამ ქორთუაა, ფილმით “ბატონ ბურდას ანატომია”. გამარჯვებულთა შორის ასევე არიან ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის და თურქეთის მონაწილეებიც.
ანიმაციური პროექტის პრეზენტაციის (პიჩინგის) I ვორქშოფი საქართველოს ანიმატორთა აოსციაციის ორგანიზებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში 70 მდე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტის განაცხადი შემოვიდა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ კონკურსის შედეგად 10 პროექტი შეირჩა. ფრანგი მენტორები კორინ დესტომბე და ოლივიე კატერინი იმყოფებოდნენ თბილისში (26–30 ნოემბერი) და ჩააატარეს ვორქშოფი თუ როგორ უნდა მოხდეს ანიმაციური პროექტის განვითარება და პრეზენტაცია.
30 ნოემბერს შედგა მონაწილეთა პროექტების პრეზენტაცია, რომლის ვიდეოჩანაწერი გადაიგზავნა საერთაშორისო პარტნიორებისაგან შემდგარ ჟიურისთან, რის შედეგადაც ჟიურიმ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
2025 წელს შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმაციური პროექტების II ვორქშოფი უკვე სხვა ქვეყანაში ჩატარდება, სადაც იგივე 5 ქვეყნის ანიმატორები მიიღებენ მონაწილეობას.