შემოქმედებითი
ინდუსტრიების ასოციაცია
შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია
მიზანი
ჩვენი მიზანია, საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერა და წარმომადგენლობითი ორგანიზაციის შექმნა, რაც ასევე, ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ეკოსისტემის განვითარებას. ჩვენი მოტივაციაა კრეატიულობის, ინოვაციისა და კულტურული აზროვნების გაძლიერება; ასევე, შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა და სწორედ იმ გამოწვევების დაძლევაში დახმარება, რომელსაც ჩვენი წევრები მუდმივად აწყდებიან განვითარების პროცესში.
სიახლეები
საერთაშორისო ჟიურიმ ანიმაციური პროექტის პრეზენტაციის ვორქშოფის “ანესი შავიზღვისპირა ქვეყნები” ხუთი გამარჯვებული გამოავლინა. ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი მონაწილე მარიამ ქორთუაა, ფილმით “ბატონ ბურდას ანატომია”. გამარჯვებულთა შორის ასევე არიან ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის და თურქეთის მონაწილეებიც. ანიმაციური პროექტის პრეზენტაციის (პიჩინგის) I ვორქშოფი საქართველოს ანიმატორთა აოსციაციის ორგანიზებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში 70 მდე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტის განაცხადი შემოვიდა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ კონკურსის შედეგად 10 პროექტი შეირჩა. ფრანგი მენტორები კორინ დესტომბე და ოლივიე კატერინი იმყოფებოდნენ თბილისში
2024 წლის 28 ნოემბერს შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის (ACI) წევრთა ყოველწლიური საერთო კრება ჩატარდა. შეკრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ასოციაციის ახალი პრეზიდენტის არჩევა წარმოადგენდა. წევრებმა ერთხმად, ახალ პრეზიდენტად ნინო შერაზადიშვილი აირჩეს. გარდა ამისა, ACI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაქარია ზალიკაშვილმა წევრებს 2023-2024 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია 2023 წელს შეიქმნა და მიზნად საქართველოს კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერასა და ეკოსისტემის ხელშეწყობას ისახავს. ასოციაცია მხარს უჭერს შემოქმედებით პროფესიონალებს და მიზნად ისახავს,
2024 წლის 28 ნოემბერს, 11:00 საათზე შემოქმედებითი ინდუსტრიების აოსციაცია (ACI) წევრთა ყოველწლიურ საერთო კრებას ჩაატარებს. კრება გაიმართება თბილისში, „ინოფისის“ ბიზნეს ცენტრში. (თამარ ჭოველიძის ქ #4) შეხვედრის ფარგლებში ACI-ს წარმომადგენლები წევრებს ასოციაციის 2023-2024 წლის მუშაობის ანგარიშის წარუდგენენ; ასევე, განიხილება შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხი. ასოციაციის წევრებს, გთხოვთ, რომ დაესწროთ კრებას.
სულ მალე მაყურებელი მძაფრსიუჟეტიან ფილმს „ალარუმ“-ს იხილავს, რომლის ერთ-ერთი საუნდტრეკიც ქართველ მუსიკოსს და შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის წევრს, ზაზა ხუციშვილს ეკუთვნის. „უღრუბლო ცას“ - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ფილმში აჟღერდება. ფილმში მთავარ როლებს სილვესტერ სტალონე, სკოტ ისტვუდი და უილა ფიცჯერალდი ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰოლივუდის ასეთ მასშტაბურ პროექტში, ქართული სიმღერა გაჟღერდება.
ქართული კრეატიული სააგენტო ლივინგსტონი პირველი სააგენტოა საქართველოში, კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც ICOM-ის ოფიციალური წევრი გახდა. ICOM არის დამოუკიდებელი სააგენტოების ერთ-ერთი უმსხვილესი გაერთიანება მსოფლიოში, რომელიც მოიცავს შემოქმედებით, მარკეტინგული კომუნიკაციების, მედიის, რეკლამის, ციფრული კომუნიკაციების და მათთან დაკავშირებულ სერვისებს. მასში შედის 70-ზე მეტი წევრი სააგენტო, 50-ზე მეტი ქვეყნიდან. ქსელი ხელს უწყობს გლობალურ თანამშრომლობას და პროფესიულ განვითარებას. ლივინგსტონის წარმომადგენლების შეფასებით, აღნიშნული მოვლენა ქართულ სარეკლამო ინდუსტრიას მსოფლიოს სხვადასხვა სააგენტოსთან თანამშრომლობის გზებს გაუხსნის; ქართველს პროფესიონალებს